ლონდონში შაბათს Madonna-ს The Celebration ტურნე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი საზეიმოდ გაიხსნა, პოპ ვარსკვლავმა ისრაელისა და „ჰამასის” ომის შესახებ გაამახვილა ყურადღება. ჰამასის მიერ ტერორისტულმა თავდასხმებმა ისრაელის ტერიტორიაზე 1300-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„გული მიკვდება როცა ვუყურებ, თუ რა ხდება ისრაელსა და პალესტინაში, როცა ვხედავ ბავშვები, მოზარდები და მოხუცები როგორ იტანჯებიან. იმედი მაქვს ამაში მეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ გულგატეხილები ვართ, ჩვენი სული უდრეკია და მისი გატეხა შეუძლებელია. ვიცი ბევრი თავს უიმედოდ და უმწეოდ გრძნობს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. უპირველეს ყოვლისა უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი და ვთქვათ, რომ – ყოველდღე, ინდივიდუალურად, ჩვენი ქმედებით და სიტყვებით, სამყაროში სინათლე შეგვიძლია შევიტანოთ. მე ლექციას არ გიკითხავთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველა ერთად ძლიერები ვართ. ჩვენ არჩევანის გაკეთება შეგვიძლია ან უნდა ვიაროთ ბნელი და ბოროტი გზით ან გავერთიანდეთ სინათლისკენ და სიყვარულისკენ. ჩვენი კოლექტიური ცნობიერებით, სამყაროს შეცვლა და მშვიდობის მოტანა მთელ მსოფლიოში შეგვიძლია.“ – მიმართა Madonna-მ დამსწრე საზოგადოებას.
Maddona-ს ტურნე ივნისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბაქტერიული ინფექციის გამო მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შესახებაც კონცერტის დროს პოპის დედოფალმა ისაუბრა:
„არ მეგონა თუ ამას დავძლევდი, ჩემი ცხოვრების თუ სიკვდილის ხუთი დღე მინდა დამავიწყდეს. ნამდვილად არ ვიცოდი სად ვიყავი, საბოლოოდ ოჯახმა ეს გადამალახვინა. ასეთ დროს ჩემი შვილები ყოველთვის გვერდით მიდგანან, საიდუმლოდ ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ, ჩემი შვილებისთვის მე უნდა გადავრჩენილიყავი.“
ლონდონში The Celebration ტურნეს გახსნას Madonna-ს ხუთივე შვილი ესწრებოდა.