ცნობილმა ინგლისურმა ბენდმა – The Brand New Heavies „რესპუბლიკაში“ კონცერტი გამართა

კონცერტის საღამოს „Billboard საქართველო“ ბენდის თანადამფუძნებელ წევრს, საიმონ ბართოლომიუს ესაუბრა.
The Brand New Heavies. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

28 ოქტომბერს „რესპუბლიკას“ საკონცერტო სივრცეში ინგლისური ბენდი, არაერთი ჰიტისა და მილიონობით გაყიდული ჩანაწერის ავტორი – The Brand New Heavies ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა. მუსიკალურმა კოლექტივმა აუდიტორიას ენერგიული და დინამიკური მუსიკალური პერფორმანსი შესთავაზა. 

The Brand New Heavies-ის ჟანრობრივი მიმართულება ეისიდ-ჯაზი და ფანკია. ჯგუფი მუსიკალურ სცენაზე 1985 წლიდან გამოჩნდა. ბენდი საიმონ ბართოლომიუმ და ენდრიუ ლივიმ ლონდონში ჩამოაყალიბეს. მუსიკოსები დაარსებიდან დღემდე The Brand New Heavies-ის მთავარი წევრები არიან და 2018 წლიდან ვოკალისტ ანჯელა რიჩისთან ერთად მოღვაწეობენ.

The Brand New Heavies. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფის ალბომები Heavy Rhyme Experience, Vol. 1 და Brother Sister შესულია Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში. ბენდის ჰიტები Hot 100-სა და R&B/Hip-Hop ჩარტებშიც მოხვდა. The Brand New Heavies სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო Brit Awards-სა და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.

კონცერტის საღამოს „Billboard საქართველო“ ბენდის თანადამფუძნებელ წევრს, საიმონ ბართოლომიუს ესაუბრა.

საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე.

საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies:

„ჩვენ მრავალფეროვანი აუდიტორია გვყავს. გვისმენენ როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები.  კონცერტის დროს ამ მრავალფეროვნების სცენიდან დანახვა ძალიან სასიამოვნოა. მუსიკის შექმნა პერსონალური პროცესია. ლაივი კი სრულიად განსხვავდება ამისგან, თუმცა არტისტისათვის ორივე სასიამოვნო მდგომარეობაა. კონცერტზე აუდიტორიას ეკონტაქტები და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქართველ მსმენელს ვხვდებით.“

The Brand New Heavies-ის მრავალწლიანი მუსიკალური შემოქმედების განმავლობაში ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. როგორც საიმონ ბართოლომიუ აღნიშნავს, ადრე მუსიკალური სამყარო მეტად ხელშესახები და სიმბოლური მნიშვნელობებით დატვირთული სფერო იყო, რაც თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ შეცვალა.

The Brand New Heavies. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე.

საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies:

„ადრე ჩანაწერები ფიზიკური დისკების და ფირფიტების სახით გამოდიოდა. ყოველი ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ, მუსიკოსები ტურნეებში მოგზაურობდნენ, რათა  ახალი ჩანაწერები გაეყიდათ. ახლა ყველაფერი ციფრულ პლატფორმებზეა. მსმენელებს შეუძლიათ შენი ახალი ტრეკი გამოცემიდან რამდენიმე წამში მოისმინონ. შემოქმედებითმა პროცესმაც, არც თუ იშვიათ შემთხვევებში, რეალური ინსტრუმენტებიდან პროგრამებში გადაინაცვლა. ყველა მუსიკოსს ვურჩევდი, რომ მუსიკის შექმნისას ფიზიკური ინსტრუმენტები მეტად გამოიყენონ, ჩამოაყალიბონ ბენდები, დაუმეგობრდნენ კოლეგებს – ასე მათი მოღვაწეობა შრომატევადი, თუმცა ამავდროულად სახალისო და ცოცხალი პროცესი იქნება.“ 

საიმონ ბართოლომიუ, The Brand New Heavies. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე.

The Brand New Heavies-მა „რესპუბლიკაში“  გამართულ კონცერტზე არაერთი ჰიტი შეასრულა, მათ შორის არის – Dream On Dreamer, Back To Love, Midnight At The Oasis, Sometimes და სხვები. 

მოუსმინეთ The Brand New Heavies-ის სიმღერას – Midnight At The Oasis:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეთიუ პერი, 17 ნოემბერი, 2022 წელი. ფოტო: გრეგ დეგუარი

მეთიუ პერი სერიალ Friends-ის მსახიობი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

შერი Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე. 2023 წლის 27 სექტემბერი. - ფოტო: სტეფანე კარდინალე

შერი სახლში არასდროს მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი