Sophie Villy ახალი ტრეკის ფრაგმენტს აზიარებს

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მუსიკოსი მელოდიას ძველ სვანურ ტრადიციულ სიმებიან საკრავზე – ჭუნირზე ასრულებს.

მუსიკოსმა Sophie Villy-მ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც მისი ახალი ტრეკიდან ინსტრუმენტული ნაწილი ჟღერდება. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მუსიკოსი მელოდიას ძველ სვანურ ტრადიციულ სიმებიან საკრავზე – ჭუნირზე ასრულებს.  

„დღეს, ჩემს დაბადების დღეზე, გიზიარებთ მოკლე ფრაგმენტს ტრეკიდან, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ. მუსიკა კურნავს, მუსიკა გვაერთიანებს. მუსიკა შთაგვაგონებს“ – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში, რონელი  Sophie Villy-მ გამოაქვეყნა.

როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, მან სვანური საკრავი ჭუნირი უნიკალური და გამორჩეული ჟღერადობის გამო აირჩია. „მიყვარს გამოწვევები, უპირველეს ყოვლისა კი მიყვარს რაღაც ახლის მცდელობის პროცესი“ – ამბობს Sophie Villy.

ნახეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი 2023 წლის 29 აპრილს ნიუ ოლეანში, ფოტო: ტიმ მოსენფელდერი

ედ შირანმა The Killers -ის სიმღერა Mr. Brightside  ბრენდონ ფლაუერზთან ერთად შეასრულა

შემდეგი სტატია

სოხუმის თეატრი სტამბოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი