როდესაც Depeche Mode-ის თანადამფუძნებელი ენდი ფლეჩერი გულის დაავადებით გარდაიცვალა, ბენდის წევრებმა მუსიკის შექმნა განაგრძეს და სიკვდილს ასე დაუპირისპირდნენ.
Depeche Mode-ს ამჟამინდელ შემადგენლობაში დეივ გაჰანი და მარტინ გორი არიან. ბენდმა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Memento Mori გამოუშვა, რაც ლათინურიდან ასე ითარგმნება: „გახსოვდეს სიკვდილი“.
ალბომი დიდ ბრიტანეთში, Billboard 200-ში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. Memento Mori-ის ერთ-ერთი წამყვანი სინგლი Ghosts Again, Billboard-ის ალტერნატიულ-როკ ჩარტებში ტოპ ათეულში შევიდა.
ბენდი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეში იმყოფება. 2024 წლის იანვარში Memento Mori-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში Depeche Mode ევროპასაც ეწვევა.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც ამას ფლეტჩერის გარეშე ვაკეთებთ. ყველა სიმღერა მის გარდაცვალებამდე დაიწერა. თუმცა, ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა. როცა მსგავსი რაღაც შენს ცხოვრებაში ხდება სიმღერებიც იცვლება. ამ სიმღერებმა სხვა ფორმა და განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინეს, როცა ვმღეროდი ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაზე დიდი დოზით ფლეტჩერზე მეფიქრებოდა.“ – თქვა გაჰანმა Rolling Stone-თან ინტერვიუში.
ნახეთ, Depeche Mode-ის სტუმრობა The Tonight Show-ში. ბენდმა სიმღერა My Favourite Stranger შეასრულა, რომელიც ერთდროულად სიბნელეს და სინათლესაც ასახავს.