ქართველი არტისტი Anman.land (ანამარია ბურდული) ლონდონში, ალბერტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში წარდგა

ალბერტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში ისეთ ცნობილ მუსიკოსებს და ბენდებს ჰქონიათ კონცერტები, როგორიცაა The Beatles, Deep Purple, Pink Floyd, Depeche Mode და სხვა.
Anman.land
Anman.land

15 ნოემბერს, New music Residence-ის პროგრამის ფარგლებში, ალბერტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში, ახალგაზრდა არტისტი ანამარია ბურდული იგივე   anman.land ორკესტრის თანხლებით, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა.

ორგანიზაცია Music for youth-ის ფარგლებში წელს საგრანტო პროექტი გამოცხადდა, სადაც სამი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი ქართველი არტისტი ანამარია ბურდული გახდა და ალბერტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში ორკესტრის თანხლებით და ჯაზ-ბენდის არანჟირებით ათწუთიანი სოლო პერფორმანსი შეასრულა. 

ანამარია ბურდული – Anman.land 

„ეს არის რეზიდენციის პროგრამა, სადაც NewComer-ები, ახალგაზრდა არტისტები  ალბერტ-ჰოლში Music for youth-ს პროგრამის ხელშეწყობით გამოდიან. Music for youth არის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ხშირად აკეთებს მსგავს პროექტებს ახალგაზრდა არტისტებისთვის და ხელოვანებისთვის. კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოცხადდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მე ვიყავი, გამარჯვებულებს კი ორკესტრთან უნდა ჰქონოდა კოლაბორაცია.” 

ანამარია ბურდული იგივე Anman.land ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არტისტის სასცენო იმიჯს, სწორედ აქედან გამომდინარე, მისი თითოეული გამოსვლა ვიზუალური თუ მუსიკალური გამომსახველობით პერფორმანსის სახეს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ალბერტ-ჰოლშიც Anman.land-ი საკუთარი დიზაინით შექმნილი კოსტიუმით წარდგა, რომელიც პარაშუტისგან იყო დამზადებული.

„პროექტის დაწყებისთანავე დავიწყე კოსტიუმის ძებნა. Corinna Francavilla-მა და მე ე.წ. Upcycling პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ, გვინდოდა არსებული მასალებისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა და პარაშუტისგან შეგვეკერა კაბა. დავუკავშირდი რამდენიმე ორგანიზაციას, London gliding Club-მა მოგვცა დაზიანებული პარაშუტი, რისგანაც შევკერეთ ეს კოსტიუმი. გვინდოდა კონსერვატიული, ელეგანტური საკონცერტო დარბაზის და ანდერგრაუნდ არტისტების კონტრასტი შეგვექმნა. ეს ამ კოსტიუმით კარგად გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქორწილო კაბის სილუეტი აქვს, სინამდვილეში გადასაგდები მასალით არის შეკოწიწებული და საკმაოდ უხეში დეტალები აქვს. ჩემი 3D დაპრინტული სამკაულებით შევავსეთ და საბოლოო შედეგი ეს არის – ერთგვარად უხეში და ნაზი სილუეტის მქონე კოსტიუმი გამოვიდა.” – ანამარია ბურდული


ნახეთ ალბერტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში Anman.land-ის გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

ვინ არის Billboard Music Awards-ის ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.

ცნობილმა მეტალ ბენდმა Black Sabbath-მა უკანასკნელი შოუ დააანონსა, რომელსაც Metallica, Slayer და სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან

კონცერტი 5 ივლისს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში, Villa Park-ში გაიმართება.
მეტი