Vimana –  ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური არენა

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ხმა შევქმნათ, აქაური Vimana-ს ხმა, რომელიც ინდივიდუალური და განსხვავებული იქნება”.

თბილისში, ცოტა ხნის წინ, არტისტების მიერ დაარსებული ახალი ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური არენა Vimana გაიხსნა, სადაც ყოველ პარასკევს, დაინტერესებულ არტისტებს სცენას უთმობს. Vimana ახალი ექსპერიმენტებისთვის მუდმივად ღიაა და ცდილობს არტისტებს ისეთი სივრცე შესთავაზოს, სადაც სიახლეების, ექსპერიმენტების და ახალი ტენდენციებისთვის მუდმივი მზაობაა.  

დიმა დადიანი – არტისტი, Vimana-ს წევრი

„დღევანდელი ლაივი არაფრით განსხვავდება სხვა ლაივებისგან, აქ ყოველ პარასკევს სივრცე არტისტებს ეთმობათ. ეს არის არენა და იმისთვის შექმნა, რომ გამოხვიდე, შენი სათქმელი თქვა და ექსპერიმენტები ჩაატარო. აქ ერთმანეთს არავინ ეჯიბრება. ეს სივრცე თავად არტისტებმა ნარჩენი მეორადი მასალისგან ავაწყვეთ. თავიდან ბოლომდე არაკომერციული პროექტია, თუ რამე შემოვა შემოწირულების სახით, ისევ ამ სივრცეს და სტუდიას მოხმარდება.

Leno Records-თან ვთანამშრომლობთ და სულ მალე Vimana-ს კრებული გამოვა. თუ არტისტი ხარ და ხარისხიან საუნდს აკეთებ, ეს სივრცე შენთვისაა. დღეს ყველაფერი ერთნაირია და ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ხმა შევქმნათ, აქაური Vimana-ს ხმა, რომელიც ინდივიდუალური და განსხვავებული იქნება. ბევრ ექსპერიმენტს ვქმნით და სწორედ ამით იქნება ეს სივრცე გამორჩეული.”

Vimana-ში სცენა ხშირად ეთმობა კოლაბორაციებს, დაინტერესებულ პირებს კი, ექსპერიმენტების საშუალებით შექმნილი აუდიო-ვიზუალური საუნდის მოსმენა  ყოველ პარასკევს, დოდო აბაშიძის 10 ნომერში Vimana-ს არენაზე შეეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ზრუნვა” – Melqo-ს პირველი ექსპერიმენტული კონცერტი სოციალური მესიჯებით

შემდეგი სტატია

2023 Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი