7 დეკემბერს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, Billboard Georgia Stage-ზე მსმენელის წინაშე ჯგუფი – 4D MONSTER LOBSTERS წარდგება. 4D MONSTER LOBSTERS ჟანრობრივად ფსიქოდელიურ ელექტრო პოპად არის განსაზღვრული. თუმცა, რეალობაში ბენდის ჟღერადობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია, რომელიმე მიმდინარეობას მიაკუთვნო
4D MONSTER LOBSTERS 2019 წელს დაარსდა, როცა ბენდი Tbilisi Open Air-ის კონკურსის Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. ჯგუფს ამ დროისათვის ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული: Solitary Days of Alien Abduction (2020) და ERTOBA & GARTOBA(2021). ბენდი ამჟამად სამი წევრისაგან შედგება – ბექა თევდორაშვილი (ფრონტმენი), სანდრო ფაილოძე (ბას გიტარა, ბექვოკალი), გიგი სარჯველაძე (გიტარა).
ამ დრომდე ჯგუფი არაერთი მუსიკალური ფესტივალის სცენაზე ვიხილეთ. 4D MONSTER LOBSTERS-ის ლაივები, ენერგეტიკული შესრულებით და ხალხმრავალ აუდიტორიასთან ინტერაქციით გამოირჩევა. Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე მოისმენთ როგორც ბენდის უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს, ასევე ცოცხალი შესრულებით პირველად გაჟღერდება მათი ახალი სიმღერებიც.
4D MONSTER LOBSTERS:
„ლაივამდე ჩვენი ახალი EP გამოვა, საიდანაც რამდენიმე სიმღერას შევასრულებთ. ველოდებით ჩვენს მსმენელს „რესპუბლიკაში“, Billboard Georgia Stage-ის კონცერტზე.“
Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომელიც Club Iveria-ს, Republic-ის, „სილკნეტის“ და Silk Hospitality-ის მხარდაჭერით იმართება და მსმენელს მუსიკალურად მრავალფეროვან, შთამბეჭდავ საღამოებს ჰპირდება. Billboard Georgia Stage-ის სერია 21 ნოემბერს გრემის მფლობელი მუსიკოსის, კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნა.
რაც შეეხება 4D MONSTER LOBSTERS-ის დაანონსებულ კონცერტს, მუსიკალური საღამოს შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს.