Mood Swingz სიმღერა, რომელიც Lua-ს სადებიუტო ალბომში შევა

„როგორც ხდება ხოლმე არტისტების ცხოვრებაში, როცა რთულ პერიოდებს სიმღერებად ვაქცევთ, აქაც ესე მოხდა და გადავწყვიტე ყველაფერი სიმღერაში გადამეტანა – ესე შეიქმნა სიმღერა Mood Swingz.“
Lua - Mood Swingz (Official Visualizer)
Lua – Mood Swingz (Official Visualizer)

Lua სიმღერის Mood Swingz-ის ახალი ვიზუალის და მისი შექმნის ისტორია გვიყვება. 

Lua:

„სიმღერას ჰქვია Mood Swingz – რაც ხასიათის ცვლილებას ნიშნავს.  ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ძალიან ხშირად მეცვლებოდა ხასიათი. ძალიან ბევრ რაღაცაში მიშლიდა ეს ხელს მათ შორის კონცენტრაციაშიც და მართლა ძალიან შემაწუხებელი იყო. თერაპიაც ვცადე, თუმცა დიდად არ გამომადგა და მერე, როგორც ხდება ხოლმე არტისტების ცხოვრებაში, როცა რთულ პერიოდებს სიმღერებად ვაქცევთ, აქაც ესე მოხდა.  გადავწყვიტე ყველაფერი სიმღერაში გადამეტანა და ესე შეიქმნა სიმღერა Mood Swingz.

სიმღერის სახელი ძალიან კარგად გამოხატავს თავად ამ სიმღერას და ჩემი პიროვნების ხასიათსაც, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი ადამიანი ვარ, რაც ჩემს მუსიკაშიც კარგად ჩანს. ერთ ჟანრში ვერასდროს ვჩერდები, ამას მუსიკალურ თავგადასავალს ვეძახი, რაც მგონია რომ ყველა მუსიკოსმა უნდა ცადოს და ბევრ ჟანრში უნდა იმოგზაუროს. ერთის მხრივ ეს  კარგია, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღეს რაღაც დათმობებზე მომიწევს წასვლა და იმას მივაგნებ, რაც ჩემი იქნება და ბოლომდე ამას გავყვები.

LuaMood Swingz (Official Visualizer)

ვაპირებ ალბომი გამოვუშვა, რომელიც ახლა წერის და მუშაობის პროცესშია, ერთ-ერთი სიმღერაა Mood Swingz, რომელიც ამ ალბომში შედის. მისი დადებაც სინგლად გადავწყვიტე, იმიტომ, რომ ალბომის ხასიათსაც უხდება, არა ჟანრობრივად, არამედ სახელით. მთელი ეს ალბომი ერთ ჟანრში არ იქნება, სხვადასხვა ჟანრია გაერთიანებული, სადაც ჩემ თავს მკვეთრად ვხედავ. საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და ვფიქრობ 2024-ში გამოვა. მინდა, რომ პროცესს მივენდო და როცა ვიგრძნობ, რომ დასრულებულია სწორედ მაშინ გამოვუშვა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ალბომი და ეს სიმღერაც მთიანად ჩემი გაკეთებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ სიმღერებს მე ვწერ. რექორდინგს და პროდიუსინგსაც მე ვაკეთებ. მიქსინგს და მასტერინგს გიორგი ქორიძე აკეთებს, რომელსაც არ ვღალატობ, ძალიან კარგი ხმის ინჟინერია.  აპრილში  პირველი EP Fuck გავაკეთე, ჩემი პროდიუსერობით და ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რის შემდეგაც კიდევ უფრო დავიხვეწე.  

სიმღერის ვიზუალაიზერი ჩემი მეგობრის ლისა ღლონტის შექმნილია, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ძსიმღერას Lo Fi – ვიზუალი აქვს და მგონია რომ უხდება, რადგან თვითონ სიმღერაც ამ სტილშია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის თარიღები და პროგრამა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი