ლეგენდარულმა როკ მუსიკოსებმა, პოლ სტენლიმ და ჯინ სიმონსმა, გიტარისტმა ტომი თეიერმა და დრამერმა ერიკ სინგერმა მოულოდნელი განცხადება გაავრცელეს. ჯგუფი მოღვაწეობას ციფრულ ფორმატში გააგრძელებს.
„Kiss -ის არმიავ თქვენმა სიყვარულმა და ძალამ ჩვენ უკვადვნი გაგვხადა, Kiss ახალ ეპოქას იწყებს.“ – განაცხადა პოლ სტენლიმ ვიდეო მიმართვაში.
Kiss-მა გამოსამშვიდობებელი ტურნეს End of the Road-ის კონცერტის დასრულების შემდეგ, YouTube-ზე ორწუთიანი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში მაღალტექნოლოგიური ავატარების შექმნის მიზნით ბენდის წევრებს სპეციალური კოსტიუმები აცვიათ. “მომავალი ძალიან საინტერესოა, ამბობს ჯინ სიმონსი. “ჩვენ მარადიულად შეგვიძლია ვიცხოვროთ” დასძინა პოლ სტენლიმ.
Kiss-ის ავატარები ჯორჯ ლუკასის Industrial Light & Magic-ის კომპანიის და შვედური Pophouse Entertainment ჯგუფის პარტნიორობით შეიქმნა. კომპანიებმა ცოტა ხნის წინ ლონდონში ABBA Voyage-ის ვირტუალურ კონცერტზეც ითანამშრომლეს.
„Kiss შესაძლებლობა ეძლევა ერთი ღამის განმავლობაში სამ სხვადასხვა ქალაქში, სამ სხვადასხვა კონტინენტზე კონცერტი მოაწყოს.“ – განაცხადა Pophouse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
პოლ სტენლიმ ინტერვიუში დასძინა, რომ „Kiss იმსახურებს ამ ყველაფერს, რადგან ჯგუფი ბევრად მეტია ვიდრე ჩვენ, ჩვენთვის ამაღელვებელია ეს ნაბიჯი რადგან Kiss უკვდავია.“
ჯინ სიმონსის თქმით მომავალ ციფრულ ეპოქაში ჯგუფს შესაძლებლობა ექნება შეასრულოს ის, რაზეც ჯგუფის წევრები ვერც კი იოცნებებდნენ.
„ჩვენ შეგვიძლია სამუდამოდ ახალგაზრდებად და სამუდამო საკულტო სახედ დავრჩეთ.“
ნახეთ Kiss-ის ახალი ერა პრომო ვიდეოში: