Billboard Georgia Stage წარმოგიდგენთ ბრაზილიელ მუსიკოსს San

კონცერტი 13 იანვარს „რესპუბლიკაში” გაიმართება.

13 იანვარს Billboard Georgia Stage ბრაზილიელ მუსიკოსს San-ს დაეთმობა. კონცერტს, ტრადიციულად, „რესპუბლიკა” უმასპინძლებს.

ბრაზილიელი მუსიკოსი დანიელ სანტიაგო, სასცენო სახელით San, აღიარებულია, როგორც ერთგვარი ხიდი როკსა და სამბას შორის. იგი ცნობილია თავისი შეუზღუდავი დიაპაზონითა და განუყოფელი ტამბურინით, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც ორი წლის ასაკში დაიწყო. სცენაზე სანტიაგო 15 წლის ასაკში დადგა და მას შემდეგ აღარ გაჩერებულა. 

2006 წელს მეგობრებთან ერთად ჯგუფი შექმნა, მათი თქმით, სახალისოდ და ხარისხიანი სამბის დასაკრავად. ჯგუფი მალე გახდა ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და 2009 წელს მათი პირველი ალბომი Sambô Ao Vivo გამოვიდა. ამავე წელს San-მა თავისი სოლო ალბომიც გამოსცა, სახელწოდებით O Traço Vol. 1. 

San-ს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალში და თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟანრის ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სეუ ჟორჟი, ბენიტო დი პაულა, ლუსიანა მელო და სხვები. იგი ასევე არის ავტორი საუნდტრეკებისა სხვადასხვა შოუსა თუ ფილმისთვის.

2017 წელს გამოიცა ალბომი Sandamí 100 Anos de Samba, სადაც შესულია 1910 წლიდან დღემდე დაწერილი სამბას კომპოზიციები მუსიკოსის ინტერპრეტაციებითა და მისი უნიკალური სტილით. 2019 წელს San-მა შექმნა მუსიკალური საცირკო წარმოდგენა, რომელიც მიწიდან 30-40 მეტრის სიმაღლეზე სრულდება. 2020 წელს კი მან სახლში ჩაწერა და გამოსცა 5 სიმღერისგან შემდგარი ალბომი, რომლის კომპოზიციებიც კარანტინის პერიოდში იქმნებოდა და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა.

წელს გამოვიდა მუსიკოსის DVD პროექტი სახელწოდებით SAN7, სადაც მისი კარიერის ჰიტები და ასევე აქამდე გამოუცემელი სიმღერებია შესული. ეს არის ლაივში ჩაწერილი პროექტი სახლის ეზოში, რომელიც სავსეა მეგობრებით, მუსიკოსებით, პერკუსიით, პიკნიკით, სამბით, ცირკითა და მხიარულებით. „ჩემთვის დაკვრა და სიმღერა ყოველთვის წვეულებაა. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ატმოსფერო ჩემი ახალი პროექტისთვის,” – ამბობს მუსიკოსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანას თქმით, Super Bowl-ზე მისი ფეხმძიმობის გამჟღავნება დაგეგმილი არ იყო

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი