გიორგი ბარბაქაძის რჩეული მუსიკა

ჯეკოს როლის შემსრულებელმა არჩევანი სამ არტისტზე გააკეთა.
გიორგი ბარბაქაძე

Billboard საქართველოს ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია გიორგი ბარბაქაძე. „ჩემი ცოლის დაქალებში” ჯეკოს როლის შემსრულებელმა გადაწყვიტა, საყვარელ არტისტებზე ესაუბრა და არჩევანი სამ მათგანზე შეაჩერა. ესენია:

  1. ამერიკული როკბენდი MGMT, რომელიც 2002 წელს დაარსდა. გრემის მფლობელი ბენდი ორჯერ მოხვდა Billboard Hot 100-ში და ოთხჯერ Billboard 200-ში, სადაც 2010 წელს მათმა ალბომმა Congratulations მეორე ადგილი დაიკავა.
  2. მსოფლიო მუსიკის ლეგენდა დევიდ ბოუი და მისი ორი კომპოზიცია: 1971 წელს გამოშვებული Moonage Daydream და 1969 წელს გამოცემული და ბოუის რიგით მეორე ალბომში შესული Space Oddity.
  3. ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი Koudlam. პირველი ალბომი მუსიკოსმა 2006 წელს გამოსცა. შემდეგ კი იყო მისი აპოკალიფსურად წოდებული ალბომი Goodbye. Koudlam-ის კომპოზიციები აქტიურად გამოიყენება მოდის ინდუსტრიაში ისეთი ბრენდების მიერ, როგორებიცაა Chanel, L’Oreal. იგი ასევე არის ავტორი არაერთი ფილმის საუნდტრეკისა. 

ნახეთ გიორგი ბარბაქაძის მუსიკალური რეკომენდაციები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კევინ სპეისი ინტერვიუში მისი პერსონაჟის, ფრენკ ანდერვუდის როლში დაბრუნდა

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა ებრაელ ხალხს ბოდიში მოუხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი