ERC721 – მაქსიმე მაჩაიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

ვიდეოს რეჟისურაზე მაქს მაჩაიძემ და გიორგი ზათიაშვილმა იმუშავეს.
llttffrr, გიორგი ზათიაშვილი

მაქსიმე მაჩაიძემ მუსიკალური ვიდეო წარადგინა. ERC721 ასე ჰქვია ტრეკს, რომლის რეჟისურა თავად არტისტს და გიორგი ზათიაშვილს ეკუთვნის. ვიზუალური ნამუშევარი Temple Pharmacy-ის კონცეფციის ერთგვარი გამოხატულებაა.   

Temple Pharmacy ახალგაზრდა არტისტების ჯგუფია. ამ პროექტის კონკრეტული განსაზღვრებებით აღწერა რთულია – ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანებული ხელოვანები ამბებს სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით ჰყვებიან. ანიმაცია, კომიქსები, ტანსაცმლის დიზაინი, NFT ავატარები, ლიტერატურა, მუსიკა. Temple Pharmacy-სათვის მუსიკა გარემოსთან კომუნიკაციის ის ფორმაა, რომელიც ყველა შემადგენელ  კომპონენტს თავის თავში მოიცავს. 

როგორც ვიდეოს თანარეჟისორი, გიორგი ზათიაშვილი „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნავს, კლიპზე მუშაობისას ერთი კონკრეტული იდეა არ ყოფილა. ამ ნამუშევარმა Temple Pharmacy-ის ირგვლივ გაერთიანებული არტისტების ყოველდღიურობა, ინტერესები და ცხოვრების სტილი აღწერა.

llttffrr, გიორგი ზათიაშვილი

გიორგი ზათიაშვილი:

„კლიპს ოთხი დღე ვიღებდით, ყველაზე რთული პრე-ფროდაქშენის ნაწილი იყო, ბევრი იდეა გვქონდა, რომლებიც უნდა გაფილტრულიყო. ვიდეოში ნაჩვენები ყველა დეტალი Temple Pharmacy-ის ირგვლივ შეკრებელი ადმიანების ცხოვრების სტილის ბუნებრივი ნაწილია.  არსებული გადასაღები ლოკაციები ის ადგილებია, სადაც რეალურად ვატარებთ, ან ადრე ვატარებდით დროს. გარდა, ამისა შევქმენით ისეთი ოთახები, სადაც გავატარებდით დროს. მაგალითად, კლიპის გამხსნელი კადრი ის სადარბაზოა, სადაც მაქსი ცხოვრობდა. ერთ-ერთი ლოკაციის შერჩევისას კორპუსის ეზოში გავიარე, სადაც დავინახე ბავშვი, რომელიც იჯდა და მობილურში მაქსის ტრეკს უსმენდა, სწორედ აქ გადავიღეთ ბავშვების სცენა. ქასთის არჩევა ძალიან მარტივი იყო, რეალურად ყველა ვინც ვიდეოში გადავიღეთ, ჩვენი სანაცნობო, ან სამეგობრო წრიდან არის.”

ვიდეოს ფროდაქშენზე კომპანია Metro Production-მა იმუშავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა ებრაელ ხალხს ბოდიში მოუხადა

შემდეგი სტატია

credits to: Maikowl Photographer

GMI Rights Management-ის 2023 წლის შეჯამება და ნომინაციები

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი