სიმღერა „გილოცავ ახალ წელს“ 90-იანი წლების ბოლოს წინასაახალწლოდ დაიწერა. ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური კლიპის ავტორი გიორგი ლიფონავაა, სადაც მუსიკოსების ხმით სიმღერას ბავშვები ასრულებენ.
როგორც თავად სიმღერის ავტორი, ბაკურ ბურდული Billboard საქართველოს უყვება, სიმღერის ვიდეო-კლიპის პირველი ვერსია დაიკარგა და ესე შეიქმნა გიორგი ლიფონავას რეჟისორობით დასამახსოვრებელი საახალწლო მუსიკალური ვიდეო.
„ძალიან დიდი შრომა დაჭირდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უნდა გვეპოვა ჩვენი მსგავსი ბავშვები, მოვიარეთ ძალიან ბევრი სკოლა და ბოლოს გამოვიდა ის რაც გამოვიდა. ძალიან მიხარია, რომ დღესაც ესე უყვარს და უსმენს ამ სიმღერას ჩვენი მსმენელი“ – ბაკურ ბურდული.
ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეო, სადაც ბაკურ ბურდული „გილოცავთ ახალ წელს“ სიმღერის შექმნის ისტორიას გვიყვება.