ჯენიფერ ლოპესმა სინგლი სახელწოდებით Can’t Get Enough გამოსცა

ქორწილის თემაზე გადაღებული ვიდეო-კლიპის რეჟისორი დეივ მეიერსია, რომლის This Is Me… Now ფილმის რეჟისორიც არის.
ჯენიფერ ლოპესი - ნორმან ჯინ როი
ჯენიფერ ლოპესი – ნორმან ჯინ როი

ჯენიფერ ლოპესმა მომავალი მეცხრე ალბომიდან This Is Me… Now, პირველი სინგლი სახელწოდებით Can’t Get Enough გამოსცა. დეივ მეიერსის რეჟისორობით ვიდეო-კლიპი საქორწილო თემაზეა შექმნილი.

Can’t Get Enough  ვიდეო-კლიპში საქმრო სხვადასხვა მამაკაცია, როგორც ჩანს ეს ჯენიფერ ლოპესის ოთხ ქორწინებაზე მიანიშნებს. 

დეივ მეიერსის რეჟისორობით გადაღებული ფილმის და ამავე სახელწოდების ალბომის This Is Me… Now-ს პრემიერა 2024 წლის  16 თებერვალს შედგება. ფილმის აღწერაში კი ვკითხულობთ: „ეს არის სასიყვარულო ნარატივით ორიენტირებული კინემატოგრაფიული და მუსიკალური ოდისეა, რომელიც მითოლოგიითა და იუმორით არის გაჟღენთილი.“ 

ათწლიანი პაუზის შემდეგ This Is Me… Now ვარსკვლავის პირველი სტუდიური სოლო ალბომია. ალბომი პოპის, R&B-ისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს აერთიანებს, რომელიც მრავალფეროვანი ჟანრების შერწყმით არის გამდიდრებული. ცხოვრებისეული და სასიყვარულო ურთიერთობებით გაჯერებული ტექსტები კი ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებისეული ისტორიის ინტროსპექციაა.

ნახეთ ჯენიფერ ლოპესის ვიდეო-კლიპი Can’t Get Enough

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay -Yellow

Coldplay-ს მუსიკალურ ვიდეოს Yellow YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

Paper Planes - Artwork by- Tekla Kighuradze / Nodo Ugulava

Paper Planes – ნინი ნუცუბიძის ახალი EP

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი