Paper Planes – ნინი ნუცუბიძის ახალი EP

„Ep Paper Planes საკმაოდ მრავალფეროვანია, ბევრი ჟანრია გაერთიანებული. ტრეკი PP3 სამ წუთში დაახლოებით ხუთ სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. მგონია, რომ საერთო ჯამში ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტია.“
Paper Planes - Artwork by- Tekla Kighuradze / Nodo Ugulava
Paper Planes – Artwork by- Tekla Kighuradze / Nodo Ugulava

11 იანვარს Success Bar-ში ნინი ნუცუბიძის ახალი EP-ის სახელწოდებით Paper Planes პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია Drag Show-ს პერფორმანსით გაიმართა, სადაც Drag Queen-ები ე.წ. lip sync-ის მეშვეობით Ep-დან ტრეკებს ასრულებდნენ.  

Paper Planes  სამი ტრეკისგან შემდგება.  პირველი სიმღერა  PP1 ნინი ნუცუბიძემ  ნიკალა ზუბიაშვილთან (Nikala)  კოლაბორაციით შექმნა, PP2 და PP3 კი გიორგი გიგაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა.

Ep-ის ქავერზე  თეკლა კიღურაძემ და ნოდო უგულავამ იმუშავეს,  მიქსინგი და მასტერინგი კი პაპუნა ალიბეგაშვილს / Puzzles Records ეკუთვნის.

ნინი ნუცუბიძე
ნინი ნუცუბიძე

ნინი ნუცუბიძე – არტისტი:

„Ep-ის კონცეფცია და იდეა სრულად ინსპირირებულია სიყვარულით და მეგობრობით. თავად Ep სამი ტრეკისგან შედგება, თუმცა პრეზენტაციაზე ბონუს, მეოთხე ტრეკიც შესრულდება, რომელიც მე და ნიკალა ზუბიაშვილმა ერთ-ერთი Drag Ball-თვის გავაკეთეთ, სადაც სტუმრად ვიყავით. რაც შეეხება Ep  Paper Planes საკმაოდ მრავალფეროვანია, ბევრი ჟანრია გაერთიანებული. ტრეკი PP3  დაახლოებით ხუთ სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. მგონია, რომ საერთო ჯამში ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტია.

ქავერზე თეკლა კიღურაძემ და ნოდო უგულავამ იმუშავეს და საოცარი პოსტერი შეიქმნა. ბონუს ტრეკის ქავერის ავტორი ოთო ცაგარეიშვილია, რომელიც ასევე საოცარი პოსტერი გამოვიდა.  მიქსინგზე და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა/Puzzles Records იმუშავა და  ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. Ep-ში შესული ტექსტების ავტორი ნიკო მჭედლიშვილია. EP-ის კოლაბორაციებიდან ორი ტრეკი გიორგი გიგაშვილთან ერთად გაკეთდა და ერთი ნიკალა ზუბიაშვილთან.

სახელწოდება Paper Plane, ფრენასთან, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით და სიყვარულთან არის დაკავშირებული.

თავად სივრცე, სადაც Ep-ის პრეზენტაცია შედგა ჩემთვის გამორჩეულია, იმიტომ რომ, ძალიან ვგულშემატკივრობ და მხარს ვუჭერ  საქართველოში Drag კულტურას. საოცარი Drag არტისტები გვყავს. დღეს ექვსი Drag არტისტი, ე.წ. lip sync-ს გააკეთებს ამ ტრეკებზე და პრეზენტაციის  ფორმაც სწორედ ეს არის. მთავარი მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე პრეზენტაციის გაკეთება აქ, არის ის, რომ უბრალოდ ვგიჟდები Drag კულტურაზე. ძალიან დიდი ექსპერიმენტი იყო, როგორც ჩემი ასევე Drag Queen-ების მხრიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრის დაგეგმვა, ორგანიზება და რეალობაში მოყვანა ზუსტად სამ დღეში მოხდა. 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველა ჩემ მეგობარს, ასევე Success-ის გუნდს, Drag Queen-ებს, ვინაიდან ეს პროექტი მართლა სიყვარულით და მეგობრობით არის შექმნილი.“

მოისმინეთ ნინი ნუცუბიძის EP – Paper Planes 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ნორმან ჯინ როი

ჯენიფერ ლოპესმა სინგლი სახელწოდებით Can’t Get Enough გამოსცა

შემდეგი სტატია

Spice Girls, ნიუ-იორკი,1997 წლის 1 თებერვალი. ფოტო: ენ სუმა

Spice Girls-ის საფოსტო მარკები დაიბეჭდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი