მაიკლ ბუბლე პოლარული დათვის თავდასხმას გადაურჩა 

„Ხანდახან ვფიქრობ, რამდენად ახლოს ვიყავი, რომ პატარა პოლარული დათვის სადილი გავმხდარიყავი.”
მაიკლ ბუბლე კელი კლარკსონის შოუში

მაიკლ ბუბლეს კანადური, თითქმის სასიკვდილო თავგადასავალი გადახდა თავს. 

მომღერალი კელი კლარკსონის შოუს სტუმრობდა, სადაც გაიხსენა ისტორია, როცა კანადაში ყოფნისას თითქმის პირისპირ შეხვდა აგრესიულ პოლარულ დათვს მას შემდეგ, რაც მსახიობ ბერი პეპერთან ერთად ფილმის დასრულების აღსანიშნავი წვეულებიდან მოდიოდა. 

იმ მომენტში ვიფიქრეთ: „ახლა რა გავაკეთოთ? მოდი, სანაპიროსკენ გავემართოთ,” – იხსენებს ბუბლე და აღნიშნავს, რომ მსახიობები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. „ჰოდა, გავიქეცით სანაპიროზე. კაცმა კი, რომელიც იქ ცხოვრობდა, დაიწყო ლანძღვა. პირდაპირ გვლანძღავდა და ყვიროდა. ბოლო ხმაზე გვიყვიროდა.”

როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი კაცი მათ აფრთხილებდა, რომ სანაპიროზე პოლარული დათვები ცხოვრობდნენ. „ჩვენ ვერც კი ვხვდებოდით, რომ საკუთარ სიკვდილთან მივრბოდით” – თქვა ბუბლემ. „Რადგან ნაპირზე სულ პოლარული დათვები იყვნენ და დიახ, ისინი ძალიან აგრესიულები არიან. ხანდახან ვფიქრობ, როგორ ახლოს ვიყავი, რომ პატარა პოლარული დათვის სადილი გავმხდარიყავი,” – იხურმა მომღერალმა.

ნახეთ მაიკლ ბუბლეს ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ „ემის” დაჯილდოების გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

Creams & Moodoid - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Creams-მა და ფრანგმა არტისტმა Moodoid-მა ერთობლივი ტრეკი გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი