მაილი საირუსის სიმღერა Louis Vuitton-ის კოლექციის ჩვენებაზე გაჟღერდა

ვრცელდება ხმები, რომ ჩვენებაზე გაჟღერებული ტრეკი 2013 წლის ალბომზე – Bangerz-ზე მუშაობის ფარგლებში ჩაიწერა.
ფოტო; NOUA UNU Studio

2024 წლის 16 იანვარს Louis Vuitton-მა მამაკაცის ხაზის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ჩვენების პარალელურად სხვადასხვა კომპოზიცია გაჟღერდა. ერთ-ერთი მათგანი მაილი საირუსის და ფარელ

უილიამსის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ტრეკი Doctor იყო. 

ფარელ უილიამსი ამჟამად Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მან ბრენდში გარდაცვლილი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მას წარსულში თანამშრომლობა აკავშირებს მაილი საირუსთან. ფარელი მომღერლის 2013 წლის ალბომზე პროდიუსერის და

სიმღერების ავტორის სტატუსით  Bangerz-ზე მუშაობდა. ვრცელდება ხმები, რომ ჩვენებაზე გაჟღერებული ტრეკი სწორედ ამ ალბომზე მუშაობის ფარგლებში ჩაიწერა. 

Doctor საირუსის პირველი ახალი სიმღერაა მას შემდეგ, რაც არტისტმა Used to Be Young გამოსცა. 2023 წელს მომღერალმა თავისი მე-8 სტუდიური ალბომი  Endless Summer Vacation გამოუშვა. LP-ის მთავარი სინღერა Flowers გამოცემისთანავე ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერის სტატუსიც მოიპოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams & Moodoid - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Creams-მა და ფრანგმა არტისტმა Moodoid-მა ერთობლივი ტრეკი გამოსცეს

შემდეგი სტატია

მუსიკოს ლუკა თოფურიას ბენდის ტურნე გერმანიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი