მადონა ჟან-პოლ გოტიესთან ერთად საკულტო კორსეტის მაისურს უშვებს 

მაისური საქველმოქმედო მიზნით შეიქმნა.
მადონა ჟან-პოლ გოტიეს კორსეტით
Gie Knaeps/Getty Images

რთულია, გამოარჩიო მადონას ერთი კონკრეტული კოსტიუმი, როცა მის 40-წლიან კარიერას გადახედავ. თუმცა სიის სათავეში ალბათ მაინც ჟან-პოლ გოტიეს მიერ შეკერილი კორსეტია კონუსური ბიუსტჰალტერით, რომელიც დიზაინერმა მომღერლის 1990 წლის ტურნესთვის შექმნა.

დღეს კი ეს კოსტიუმი მაისურებზე გადაინაცვლებს. მადონას 40-წლიანი კარიერის აღსანიშნავი ტურნე, რომელიც შარშან ლონდონში დაიწყო, მოიცავს კომერციულ ნივთებს, რომლებიც მისი სავიზიტო კოსტიუმების შთაგონებითაა შექმნილი. თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის ექსკლუზიური თანამშრომლობა პოპის დედოფალსა და ფრანგული მოდის პროვოკატორ დიზაინერს შორის. მეორე მიზეზი კი ქველმოქმედებაა. მადონას ინსტაგრამის პოსტის საშუალებით ვიგებთ, რომ მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდება, რომელიც თავად მომღერალმა 20 წლის წინ დააარსა. 

„ვის არ ახსოვს ჩემი საკულტო კორსეტი, რომელიც ერთადერთმა და განუმეორებელმა ჟან-პოლ გოტიემ შექმნა ჩემი 1990 წლის Blonde Ambition ტურნესთვის?!” – წერს მადონა. „ახლა თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ექსკლუზიური მაისური, შექმნილი იმ კაცის მიერ, რომელმაც ის შეკერა და იმ ქალის მიერ, რომელსაც ის ეცვა – მე. ამ თანამშრომლობით შემოსული თანხა სრულად გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს და სამედიცინო ხარჯებს აუნაზღაურებს მერსი ჯეიმსის პედიატრიული ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის ცენტრში მყოფ ბავშვებს.”

მერსი ჯეიმსის ცენტრს მადონას თინეიჯერი გოგონას, მერსი ჯეიმსის სახელი ჰქვია, რომელიც მომღერალმა 2009 წელს იშვილა. მერსი ჯეიმსი ახლა მადონას ტურნეს ნაწილია და ყველა კონცერტში თავის საფორტეპიანო უნარებს წარმოაჩენს. მომღერლის ექვსი შვილიდან ოთხი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნეში.

ნახეთ მადონას პოსტი და საკულტო კორსეტის მაისური:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Green Day-მ ახალი ალბომი – Saviors გამოუშვა

შემდეგი სტატია

Notorious B.I.G.-ის ცნობილ ფოტოს ირგვლივ სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი