Notorious B.I.G.-ის ცნობილ ფოტოს ირგვლივ სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა

დავა მერჩენდაიზს ეხებოდა, რომლის დიზაინშიც რეპერის საკულტო ფოტოა გამოყენებული.
ფოტო: კლარენს დეივისი

Notorious B.I.G.-ის მემკვიდრეობაზე უფლებების მფლობელებმა ფოტოგრაფ ჩი მოდუსთან შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც ხანგრძლივი სამართლებრივი დავა დასრულდა. დავა მერჩენდაიზს ეხებოდა, რომლის დიზაინშიც ფოტოგრაფის მიერ რეპერისათვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული.  ეს არის ფოტო, რომელზეც არტისტი World Trade Center-ის წინ დგას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესში მოპასუხე მხარე ჩი მოდუს ქვრივი იყო. 

Biggie-ის მემკვიდრეებმა ჩი მოდუს 2019 წელს უჩივლეს. სარჩელის მიხედვით, ფოტოგრაფმა 1996 წელს გადაღებული ფოტო კომერციული პროექტებისთვის ნებართვის გარეშე გამოიყენა.  2022 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ფოტოგრაფ მოდუსმა რეპერის საავტორო უფლებები დაარღვია. 

სასამართლო დავის დასრულების შემდეგ მხარეებს ოფიციალური კომენტარები არ გაუვრცელებიათ, თუმცა რეპერის მემკვიდრეების წარმომადგენლების განცხადებით, მათი კლიენტები შედეგით კმაყოფილი იყვნენ. ადვოკატმა განმარტა, რომ Notorious B.I.G.-ის ფოტოების გამოყენება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

2011 წლის ინტერვიუში მოდუმ გაიხსენა, რომ ამ ფოტოს მიღმა ინსპირაცია რეპერის ტრეკი Juicy იყო. “როდესაც გაჩნდა იდეა, რომ ფოტო სესიაში Notorious B.I.G წარმოგვედგინა, როგორც “ნიუ-იორკის მეფე”, ვიფიქრე, რომ ფონზე ქალაქის საკულტო შენობები უნდა ყოფილიყო” – თქვა ფოტოგრაფმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა ჟან-პოლ გოტიესთან ერთად საკულტო კორსეტის მაისურს უშვებს 

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი