ბონ ჯოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა აპრილში შედგება

ოთხნაწილიანი სერიალი Thank You, Goodnight ბენდის 40 წლის იუბილეს ეძღვნება.
ბონ ჯოვი, 1984 წელი
Koh Hasebe/Shinko Music/Getty Images

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკბენდი Ბონ ჯოვი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის ისტორია კინოეკრანებზე ფილმის სახით გამოვა. Thank You, Goodnight: The Bon Jovi Story ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი იქნება, რომლის პრემიერაც 26 აპრილს Hulu-ზე შედგება. ფილმი ჯგუფის ყველა ყოფილ და ახლანდელ წევრთან თანამშრომლობით შეიქმნა და აღწერს ბონ ჯოვის აღმასვლის ქრონიკებს ნიუ-ჯერსის კლუბებიდან მსოფლიო სტადიონებამდე.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული ბენდი თერთმეტჯერ მოხვდა Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ტოპ ათეულში. მათ შორის პირველ ადგილზე გავიდა ალბომები: Slippery When Wet, New Jersey, Lost Highway და This House is Not for Sale. ჯგუფს ასევე აქვს Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერები: You Give Love a Bad Name, Livin’ on a Prayer, Bad Medicine და I’ll Be There for You.

ფილმში ხაზგასმული იქნება ბენდის სოლისტის, ჯონ ბონ ჯოვის საქველმოქმედო საქმიანობაც ფონდით Bon Jovi Soul Foundation, რომელიც უსახლკარობის, სიღარიბისა და შიმშილის პრობლემებზე ზრუნავს.

ფილმს დოკუმენტალისტი, Religion of Sports-ის ავტორი გოთამ ჩოპრა იღებს, რომელსაც ნამუშევარი აქვს დოკუმენტურ ფილმებზე ისეთი სპორტსმენების შესახებ, როგორებიც არიან ტომ ბრედი (Tom v. Time and Man in the Arena), კობი ბრაიანტი (Kobe Bryant’s Muse),  ლებრონ ჯეიმსი (Shut Up and Dribble) და სხვები.

Ბონ ჯოვის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა 2 თებერვალს, გრემიმდე ორი დღით ადრე დაიწყება MusiCares-ის დაჯილდოებაზე, სადაც ჯონ ბონ ჯოვს წლის პერსონად დაასახელებენ.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის სახლში შეჭრის სავარაუდო მცდელობისათვის პოლიციამ მამაკაცი დააკავა

შემდეგი სტატია

კანიე უესტი Vultures-ის ტრეილერს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი