Winter Jazz – „ისთერნ ფრომოუშენსი” ზამთრის სეზონის ჯაზ ფესტივალს წელს პირველად გამართავს

Winter Jazz 24-25 თებერვალს გუდაურში ჩატარდება.
Winter Jazz

„ისთერნ ფრომოუშენსის” ჯაზ ფესტივალების სერიას ზამთრის სეზონი დაემატა: წელს პირველად, გუდაურში, Winter Jazz გაიმართება. ფესტივალი „კარპე დიემის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და ორი დღის განმავლობაში – 24 და 25 თებერვალს გაგრძელდება. პროგრამა თერთმეტ არტისტს აერთიანებს, რომლებიც მსმენელს შთამბეჭდავ მუსიკას გაუზიარებენ. საფესტივალო პროგრამას გახსნის „Soulidan“, შემდეგ კი გააგრძელებენ ლეგენდარული  არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin. პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ჯგუფი პროექტით „We speak LUNIWAZ“. მუსიკალური კოლექტივი მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებს.

რადგან Winter Jazz საქართველოში ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტის ახალი შემადგენელი ნაწილია, მოლოდინიც დიდია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ზამთრის კურორტზე მსგავსი მასშტაბის მუსიკალური ღონისძიება არ გამართულა. 

Winter Jazz

„Billboard საქართველო” კომპანია  „ისთერნ ფრომოუშენსის” თანადამფუძნებელს, გიორგი კერესელიძეს ესაუბრა. 

„წლების წინ, როცა თბილისის ჯაზ ფესტივალს უკვე თავისი მყარი რეპუტაცია ჰქონდა, „ბათუმის ჯაზ ფესტივალის“ დაარსებაზე დავიწყეთ ფიქრი. ამ დროს ბათუმით ტურისტების დაინტერესება იზრდებოდა და ამ ფესტივალმა ეს დაინტერესება გარკვეულწილად კიდევ უფრო გააღრმავა. შემდეგ ჯაზ ფესტივალების სერიას საშემოდგომო სეზონზე კახეთი შემოუერთდა და ამ შემთხვევაშიც ამოსავალი წერტილი ტურისტული პოტენციალის ზრდისათვის ხელშეწყობა იყო. წელს, უკვე ზამთრის სეზონიც დავამატეთ, რაც სეზონური სერიების დასკვნით ეტაპად იქცა. ყოველ ფესტივალს თავისი კონცეფცია აქვს, იმის მიხედვით, თუ რა გარემოში ტარდება. Winter Jazz-ის შემთხვევაში მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე გამართული ფესტივალების გამოცდილება გავითვალისწინეთ.” – ამბობს გიორგი კერესელიძე.

Winter Jazz

როგორც გიორგი კერესელიძე ამბობს, გარემო პირობები და სიცივე განაპირობებს იმას, რომ ინსტრუმენტულ ნაწილზე მეტად ელექტრონული ნაწილი ჭარბობს, თუმცა, ჟანრობრივად პროგრამა მაინც სოულის ირგვლივ ტრიალებს. 

„Billboard საქართველოსთან” გიორგი კერესელიძემ „ისთერნ ფრომოუშენსის” სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია მსმენელს სიახლეებს  მუდმივად შესთავაზებს. 

გიორგი კერესელიძე:

„გვექნება დამოუკიდებელი პროექტები, კონცერტები, რომლებიც ფესტივალების სერიის მიღმა ჩატარდება. ამ პროექტებზე დეტალებს მსმენელი ჩვენგან უახლოეს მომავალში შეიტყობს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა და ნატალი პორტმანი Dior-ის ჩვენებას ესწრებოდნენ

შემდეგი სტატია

ჯონი მარი დონალდ ტრამპს Smiths-ის სიმღერების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებისთვის აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი