ბროდვეის ლეგენდა ჩიტა რივერა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

West Side Story-ს ვარსკვლავი თავდაპირველი დასის წევრი იყო ცნობილ შოუებში Chicago და Kiss of the Spider Woman.
ჩიტა რივერა
Dia Dipasupil/Getty Images

ბროდვეის ლეგენდა ჩიტა რივერა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. The New York Times-ის ინფორმაციით, რივერას გარდაცვალება განცხადებით დაადასტურა მისმა ქალიშვილმა ლიზა მორდენტემ.

ლეგენდარული მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი თითქმის 70 წლის განმავლობაში იდგა ბროდვეის სცენაზე. იგი განასახიერებდა ისეთ საკულტო როლებს, როგორებიცაა ანიტას პერსონაჟი სპექტაკლში West Side Story (1957), როუზი სპექტაკლში Bye Bye Birdie (1960), ველმა კელი ლეგენდარულ Chicago-ში და ქალი-ობობა სპექტაკლში Kiss of the Spider Woman (1993). მისი ბოლო გამოსვლა ბროდვეის სცენაზე 2015 წელს შედგა სპექტაკლში The Visit.

2002 წელს რივერა გახდა პირველი ლათინოამერიკელი ქალი, რომელმაც კენედის ცენტრის ჯილდო მიიღო. 2009 წელს კი ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს” –  ნინო ქათამაძის შემოქმედებითი გზა 

შემდეგი სტატია

მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინთეზი – „იონა და პეტრე“ – გია ქარჩხაძის „სინემინი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი