გვენ სტეფანი 40 წლის განმავლობაში ჯგუფ No Doubt-ის ვოკალისტი იყო. 2013 წელს ბენდმა მუსიკალური პაუზა აიღო, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით კი Coachella-ს ფესტივალისთვის ბენდი კვლავ ერთიანდება.
„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ნამდვილად არ გვაქვს გააზრებული შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ და როგორ, თუმცა ყველანი ძალიან აღელვებულნი ვართ. მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ამტყდარი ვნებათაღელვა რად ღირს, ეს ყველაფერი ჩვენ შთაგონებას გვაძლევს.“ უთხრა ჟურნალ People-ს გვენ სტეფანიმ.
ჯგუფმა ბოლო ალბომი სახელწოდებით Push and Shove 2012 წელს გამოსცა. 2015 წელს რამდენიმე შოუზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი სოლო პროექტებზე ფოკუსირდნენ.
გვენ სტეფანი მუსიკალური მეგა შოუს The Voice-ის მწვრთნელია, ჟურნალ People-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ჯგუფის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თაყვანისმცემლების მხრიდან ასეთი გამოხმაურება მისთვის ძალიან ამაღელვებელია: „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პეპლები დაფრინავენ მუცელში, ეს სრულიად გასაოცარი რამ იქნება.“ – ამბობს გვენ სტეფანი.
ჯერჯერობით No Doubt-ს არ დაუზუსტებია მხოლოდ Coachella-ს ფესტივალზე წარდგება ბენდი თუ სამომავლოდ ტურნეშიც წავლენ. ჯგუფის სოციალურ პლატფორმებზე კი Coachella-ს ფესტივალის თარიღია დაანონსებული: „აპრილში შევხვდებით უდაბნოში!!!” – ნათქვამია განცხადებაში.