2024 წლის გრემის მემორიალურ ნაწილში სტივი უანდერი, ფანტაზია ბარინო, ენი ლენოქსი და ჯონ ბატისტი იმღერებენ

მუსიკოსებს სცენაზე ოპრა უინფრი და ლენი კრავიცი წარადგენენ.
ტონი ბენეტი და სტივი უანდერი 2007 წლის გრემის დაჯილდოებაზე
AFP via Getty Images

სტივი უანდერი, ფანტაზია ბარინო, ენი ლენოქსი და ჯონ ბატისტი მიაგებენ პატივს გარდაცვლილ მუსიკოსებს 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება. უმეტეს მათგანს გარდაცვლილ შემსრულებლებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. 

სტივი უანდერი პატივს მიაგებს ტონი ბენეტს, რომელთან ერთადაც ბენეტის გრემის მფლობელ ალბომში Duets: An American Classic შესრულებული აქვს სიმღერა For Once in My Life. 2007 წელს გრემის ჯილდო დაიმსახურა თავად მუსიკოსების დუეტმაც ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალური თანამშრომლობა”.

ფანტაზია ბარინო თავის გამოსვლას ტინა ტერნერს მიუძღვნის. მომღერალმა American Idol-ის მესამე სეზონის ერთ-ერთ ტურში სწორედ ტერნერის 1960 წლის ჰიტი A Fool in Love შეასრულა. ფანტაზიას სცენაზე ოპრა უინფრი წარადგენს. 2023 წელს მათ ერთად იმუშავეს ფილმზე The Color Purple. ოპრა ფილმის თანაპროდიუსერი, ფანტაზია კი მთავარი როლის შემსრულებელია.  

თავად ტერნერი არაერთხელ ყოფილა ოპრა უინფრის შოუს სტუმარი. ოპრა კი, თავის მხრივ, ტერნერის 1997 წლის ტურნეში მონაწილეობდა, სადაც მომღერალთან ერთად სცენაზე ცეკვავდა და მღეროდა კიდეც.

ენი ლენოქსი შინეიდ ო’კონორს მიაგებს პატივს. სცენაზე მას შეუერთდებიან ვენდი მელვოინი და Prince & the Revolution-ის წევრი ლიზა კოლმენი. ო’კონორის ყველაზე დიდი ჰიტი სწორედ Prince-ის Nothing Compares 2 U გახდა, რომელიც პირველად ჯგუფმა The Family 1985 წელს ჩაწერა. სოლო და ბექ-ვოკალს მაშინ სწორედ ვენდი მელვოინის ტყუპი და, სუზანა მელვოინი მღეროდა. 

ჯონ ბატისტი კი გრემის სცენაზე კლარენს ავანტის პატივსაცემად წარდგება. ავანტს ხშირად „შავ ნათლიასაც” უწოდებენ, რადგან მან შავკანიანი პროდიუსერებისა და შემსრულებლების თაობები აღზარდა. მემორიალურ სეგმენტში მონაწილეობას მიიღებს ლენი კრავიციც და ბატისტს სცენაზე სწორედ ის წარადგენს. კრავიცი და მერაია ქერი ამ წლის Global Impact Award-ის ჯილდოს მფლობელები გახდნენ, რომელსაც The Black Music Collective გადასცემს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

AC/DC-ის კლიპს Back in Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილმა და Asap Rocky-მ ერთობლივი მუსიკალური ნომერი შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი