ჰარი სტაილსი, Bad Bunny და SZA  მუსიკას Universal Music Group-ის ლეიბლებზე არ წერენ, მაგრამ TikTok-იდან მათი სიმღერები მაინც გაქრება

Პლატფორმიდან UMG-ის ავტორების გასვლა კიდევ უფრო მტკივნეული პროცესი იქნება.
ჰარი სტაილსი
Matt Winkelmeyer/Getty Images

Universal Music Group-ისა და TikTok-ის სალიცენზიო დავაში ყველაზე დიდი დარტყმა არა UMG-ის სუპერვარსკვლავი შემსრულებლების პლატფორმიდან ამოღება, არამედ ავტორების დაკარგვა იქნება.

Universal Music Group-სა და TikTok-ს შორის დადებულ სალიცენზიო ხელშეკრულებას ვადა 31 იანვარს ამოეწურა. ახალ პირობებზე შეუთანხმებლობის გამო კი კომპანიები თანამშრომლობას წყვეტენ, რაც ნიშნავს იმას, რომ TikTok-მა თავისი პლატფორმიდან ყველა ის სიმღერა უნდა ამოიღოს, რომელზე უფლებებიც UMG-ს ეკუთვნის. Რა თქმა უნდა, ისეთი მუსიკოსების დაკარგვა, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, დრეიკი, BTS და სხვები, სოციალური მედიის პლატფორმისთვის უკვე დიდი დარტყმაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გარდა Universal Music Group-ის ლეიბლებზე გამოსული მუსიკისა, შეზღუდვა კომპანიის წევრ ავტორებსაც შეეხებათ. ნებისმიერი ჩანაწერი, რომელთანაც კი Universal Music Publishing Group-ში შემავალ ავტორს რაიმე საერთო ჰქონია, ასევე გაქრება პლატფორმიდან მაშინაც კი, თუ ის სულაც არ არის UMG-ის ლეიბლზე ჩაწერილი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Universal Music Publishing Group-ის ავტორები, როგორებიც არიან, მაგალითად, ჰარი სტაილსი, Bad Bunny და SZA, რომლებიც მუსიკას UMG-ის ლეიბლებზე არ წერენ, TikTok-იდან მაინც გაქრებიან. პრობლემის წინაშე შესაძლოა ის მუსიკოსებიც დადგნენ, რომლებიც UMPG-ის პროდიუსერებთან მუშაობდნენ, როგორებიც არიან Metro Boomin, ჯეკ ანტონოფი და სხვები.

თანამედროვე პოპისა და რეპის ბაზარზე დღეს ავტორთა სიმრავლე იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე. თითოეული სიმღერის ავტორთა შორის შესაძლოა ერთიდან ოცდაათ ადამიანამდეც კი იყოს მითითებული, მაგალითად, როგორც ეს ტრევის სკოტის Sicko Mode-ის შემთხვევაშია. ტიპურ პოპსიმღერას, რომელიც რადიოში გადის, სულ მცირე 3-4 გამომცემელი ჰყავს. UMPG კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემელია, რომლის სახელზეც 4 მილიონი საავტორო უფლებაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიმღერების TikTok-იდან ამოღება აუცილებლად მოახდენს გავლენას ყველა ხმის ჩამწერ სტუდიასა და გამომცემელზე. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, Billboard’s Pop Airplay-სა და Hot 100-ის ჩარტების მუსიკის მეხუთედი სწორედ UMPG-ს ეკუთვნოდა. 

არსებობს იმის შანსიც, რომ შექმნილი ვითარება ამ გაზაფხულზე მუსიკის სხვა გამომცემლებზეც გავრცელდეს. რამდენიმე დღის წინ National Music Publishers Association-ის პრეზიდენტმა საუბრის დროს გაამხილა, რომ მისი ორგანიზაციისა და  TikTok-ის სალიცენზიო მოდელი, რომელსაც ბევრი დამოუკიდებელი გამომცემელი იყენებს, აპრილში უნდა განახლდეს. 

NMPA ცნობილია თავისი აგრესიული მიდგომით სოციალური მედიის საიტებთან, თამაშებთან და აპლიკაციებთან სალიცენზიო მოლაპარაკებებისას. ამის მაგალითია ტვიტერის წინააღმდეგ 250-მილიონდოლარიანი სარჩელი სწორედ საავტორო უფლებების დარღვევის საქმეზე. შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი, თუ NMPA-ც UMG-ის გზას გაჰყვება. და თუ ეს მოხდება, მაშინ ყველა დამოუკიდებელი გამომცემელი გადაწყვეტილების წინაშე დადგება:  გადავლენ პირდაპირ მოლაპარაკებაზე TikTok-თან, თუ დატოვებენ პლატფორმას.  

50 სიმღერიდან, რომელიც TikTok Billboard Top 50 ჩარტში შედის, პლატფორმიდან უკვე ამოღებულია 21 მათგანი. თუმცა ჯერჯერობით შეზღუდვა ვრცელდება თავად კომპანიის ლეიბლების ჩანაწერებზე და არა მის გამოცემულ მუსიკაზე. UMPG-ის სიმღერების ამოღება კი ბევრად უფრო რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან ერთი სიმღერის რამდენიმე არტისტის მიერ შესრულებული რამდენიმე ჩანაწერი არსებობს.

მონაცემთა ბაზა, სადაც სიმღერების ავტორთა შესახებ ინახება ინფორმაცია, ასევე არასრული ან არასწორია. ზოგ შემთხვევაში მასში ინფორმაცია სიმღერის გამოშვებიდან კვირებისა და თვეების შემდეგაც არ არის შეტანილი, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. 

ამ ეტაპზე არც UMG და არც TikTok უკან დახევას არ აპირებენ. გავრცელებულ განცხადებაში TikTok წერს, რომ Universal Music Group-მა „ავტორებისა და შემსრულებლების ინტერესებზე მაღლა თავისი სიხარბე დააყენა.” UMG-მ კი საპასუხო განცხადება გაავრცელა და მუსიკოსების ანაზღაურებაზე TikTok-ის ხედვას „საშინლად ძველმოდური” უწოდა. ამ დაპირისპირებაში კი TikTok-ის მომხმარებლები ცდილობენ, პლატფორმაზე UMG-ის სიმღერების ამოღებით გამოწვეული სიცარიელე სხვა კომპანიის სიმღერებით ან UMG-ის სიმღერების ქავერებით შეავსონ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წლის ალბომის ნომინაციაში ტეილორ სვიფტმა რეკორდული მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

შემდეგი სტატია

ოპრა უინფრიმ გრემის დაჯილდოების კულისებიდან ტეილორ სვიფტთან და სელინ დიონთან ერთად გადაღებული ვიდეოები გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი