გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის „სერიოზული მუსიკა” გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში შესრულდება

ქართველი მუსიკოსების კონცერტები 13 მაისს ნოტინგემში, 12 სექტემბერს კი ბონში გაიმართება.
გიორგი გიგაშვილი და ნიკალა ზუბიაშვილი

გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „სერიოზული მუსიკა” მალე ევროპაშიც გაჟღერდება. მუსიკოსებმა ამ ეტაპზე მოწვევა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისგან მიიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი გიგაშვილი წერს და კონცერტების თარიღებს აქვეყნებს.

„სერიოზული მუსიკა” გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის ექსპერიმენტული პროექტია, რომელსაც ერთგვარი პერფორმანსის სახე აქვს. მისი პრემიერა 2023 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგა. პროექტი აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია და ერთგვარი პასუხია მუსიკის სტერეოტიპულ აღქმაზე. „სერიოზული მუსიკა ბრჭყალებში გახლავთ ჩასმული, რადგან პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობს სერიოზული მუსიკა,“ – აღნიშნა Billboard საქართველოსთან საუბარში გიორგი გიგაშვილმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Sia მაისში ახალ ალბომს გამოსცემს 

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა ერთობლივი მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი