კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა ერთობლივი მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გამოუშვეს

რეპერების ალბომი, სახელწოდებით Vultures, 9 თებერვალს გამოიცემა.
¥$, Ye & Ty Dolla $ign feat. Bump J & Lil Durk, “Vultures (Havoc Version)”

9 თებერვალს კანიე უესტისა და რეპერ Ty Dolla $ign-ის  ერთობლივი ალბომი გამოდის, რომლის სახელწოდებაა Vultures. ალბომის გამოშვებამდე ერთი დღით ადრე, 8 თებერვალს, რეპერების დუეტმა მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გაავრცელეს. კლიპის რეჟისორი ჯონ რაფმენია.

Მანამდე, კვირის დასაწყისში, კანიემ და Ty Dolla $ign-მა გამოსცეს მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Talking/Once Again, რომელშიც მათი ქალიშვილები მონაწილეობენ. ამ კლიპში კანიეს შვილის, ნორს უესტის, ჰიპ-ჰოპ დებიუტი შედგა: მას სიმღერაში რეჩიტატივის თავისი პარტია აქვს. 

რაც შეეხება უესტისა და Ty Dolla $ign-ის ერთობლივ ალბომს, თუ Vultures დაგეგმილ ვადაში გამოვა და თარიღი კიდევ ერთხელ არ შეიცვალა, LP სტრიმინგ სერვისებზე ხელმისაწვდომი 9 თებერვლიდან უნდა გახდეს. ონლაინ გამოცემამდე, ალბომის პრეზენტაცია უესტის მშობლიურ ჩიკაგოში  გაიმართაა. გავრცელებული ინფორმაციით, უესტმა ღონისძიებისათვის დიდი სტადიონების დაჯავშნა ვერ შეძლო. 

Vultures კანიე უესტის პირველი პროექტია მას შემდეგ, რაც ის სიძულვილის ენისა  და ანტისემიტიზმის გამო სკანდალში გაეხვა. ამ მოვლენების გამო უესტი სოციალურ ქსელშიც კი დაიბლოკა, Adidas-მა კი მას კონტრაქტი გაუწყვიტა.  

ნახეთ მუსიკალური ვიდეო  Vultures (Havoc Version): 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის „სერიოზული მუსიკა” გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში შესრულდება

შემდეგი სტატია

TikTok-იდან პოპულარული სიმღერების მესამედზე მეტი წაიშალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი