ოზი ოსბორნის თქმით, კანიე უესტმა მისი მუსიკა ნებართვის გარეშე გამოიყენა

„არ მსურს, ამ კაცთან რაიმე მაკავშირებდეს,” – ამბობს ოსბორნი უესტზე.
ოზი ოსბორნი
Scott Dudelson/Getty Images

ოზი ოსბორნის თქმით, კანიე უესტმა მისი მუსიკა ნებართვის გარეშე გამოიყენა. „კანიე უესტმა ნებართვა ითხოვა, რომ 1983 წელს ცოცხლად შესრულებული WAR PIG-ის მონაკვეთი გამოეყენებინა. თხოვნაზე უარი მიიღო, რადგან ის ანტისემიტია და ბევრ ადამიანს მიაყენა ტკივილი. მიუხედავად ამისა, მან ჩემი სიმღერის მონაკვეთი ალბომის წარდგენაზე მაინც გამოიყენა. მე არ მსურს, რაიმე მაკავშირებდეს ამ კაცთან,” – წერს ოსბორნი ინსტაგრამისა და ტვიტერის პოსტებში.

უესტის ახალი ალბომის (Vultures) პრეზენტაცია 8 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გამოვიდა კანიესა და ტაი დოლა საინის სინგლი Talking / Once Again, სადაც უესტის 10 წლის ქალიშვილი ნორსიც მონაწილეობს. ალბომის პირველი ნაწილი კი მომდევნო დღეს, 9 თებერვალს გამოვიდა. მეორე და მესამე ნაწილების გამოსვლა 8 მარტსა და 5 აპრილს არის დაგეგმილი.

კანიე უესტს ანტისემიტიზმში ბრალი მისი შარშანდელი განცხადებებისა და სლოგანის White Lives Matter დასდეს. დეკემბერში რეპერმა ებრაულ თემს ბოდიში მოუხადა.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება და ძალიან ვნანობ, რომ ბევრ ადამიანს ტკივილი მივაყენე,” –  დაწერა უესტმა ინსტაგრამზე. „გადავწყვიტე, საკუთარი თავიდან დავიწყო და ამ გამოცდილებაზე ვისწავლო. თქვენი მიტევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

ნახეთ ოზი ოზბორნის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Super Bowl 2024 – ყველაზე ყურებადი შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალი” შემოგთავაზებთ

შემდეგი სტატია

დუა ლიპამ ახალი ალბომისათვის 97 სიმღერა დაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი