უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის პროდიუსერებს Sony Music საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის

მუსიკალური გიგანტის თქმით, მიუხედავად სალიცენზიო კონტრაქტის გაფორმებისა, ფილმის საპროდიუსერო კომპანიებს მათთვის თანხა არ გადაუხდიათ.

Sony Music Entertainment უიტნი ჰიუსტონის შესახებ 2022 წელს გადაღებული ფილმის Whitney Houston: I Wanna Dance With Somebody-ის პროდიუსერებს უჩივის და მათ საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში Sony ამტკიცებს, რომ ფილმის საპროდიუსერო კომპანიებმა ხელი მოაწერეს სალიცენზიო შეთანხმებას უიტნი ჰიუსტონის სიმღერების გამოყენების შესახებ. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა Sony-ს კუთვნილი თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია. 

„ამ დრომდე Anthem-ს არ დაუფარავს შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადი ან ამ გადასახადის ნაწილი მაინც,” –  აღნიშნავს Sony Music-ის ადვოკატი.  

სარჩელის მიხედვით, საპროდიუსერო კომპანია Anthem Films-მა Sony Music-თან სალიცენზიო ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის 5 დეკემბერს მოაწერა, ფილმის გამოშვებამდე 10 დღით ადრე.  ხელშეკრულება მოიცავდა შეთანხმებას ჰიუსტონის ისეთი სიმღერების გამოყენებაზე, როგორებიცაა  Greatest Love of All, I’m Every Woman და თავად ფილმის სათაურში გამოყენებული I Wanna Dance with Somebody.

„სხვა ტიპის ფილმებისგან განსხვავებით, მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები მოითხოვს მთავარი მუსიკოსი გმირის მუსიკის გამოყენებას, Რადგან თითქმის შეუძლებელია გადმოსცე მუსიკოსის უნიკალური სტილი და ნიჭი მისი მუსიკის გარეშე,”  – წერს Sony. „მათ იცოდნენ ავტორიზაციის აუცილებლობის შესახებ იმისთვის, რომ ფილმში უიტნი ჰიუსტონის სიმღერები გამოეყენებინათ. შესაბამისად, Anthem-მა ჩვენთან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა.”

თუმცა უკვე აგვისტოში Sony-მ განაცხადა, რომ კუთვნილი თანხა არ მიუღია. მათი ინფორმაციით, Anthem-მა მაშინ თქვა, რომ თანხის გადასახდელად მასაჩუსეტსის შტატიდან მისაღებ გადასახადს ელოდებოდა. Sony მზად იყო, დალოდებოდა მასაჩუსეტსის გადმორიცხვას, მაგრამ ითხოვდა, რომ ეს შეთანხმება წერილობით გაფორმებულიყო, რაზეც Anthem-მა უარი განაცხადა.

სარჩელში მოპასუხე მხარედ მოხსენიებულია კომპანიები: Anthem Film, NYBO Productions, Black Label Media და WH Movie. პირველი ორს საავტორო უფლებების პირდაპირ, ხოლო დანარჩენ ორს არაპირდაპირ დარღვევაში ადანაშაულებენ.  

Billboard-ისთვის მიცემულ კომენტარში Black Label-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მხოლოდ ერთ-ერთია ფილმის მრავალ ინვესტორს შორის და სარჩელში ის არ უნდა მოეხსენიებინათ. შესაბამისად, იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულთა სიიდან მალე ამოიღებენ. სხვა კომპანიები ამ ეტაპზე Billboard-ს არ გამოხმაურებიან. დამატებითი კომენტარი ამ დრომდე არც Sony Music-ის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ლენი კრავიცი - ფოტო: მარკ სელიგერი

„ხალხის რჩეულის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ლენი კრავიცს მუსიკის ლეგენდის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი