Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი სიმღერის  შექმნის ისტორია

ირაკლი ჭელიშვილი, რომელმაც Please just carry on დაწერა და თავადვე შეასრულა, „ბილბორდ საქართველოს“ სიმღერის შექმნის ისტორიას უყვება.
Soft Eject - Please, just carry on
Soft Eject – Please, just carry on

90-იანი წლების ნოსტალგიური ელფერი და ტკბილი მოგონებები მუსიკალურად ალბათ ქართულ როკ-ჯგუფ Soft Eject-საც  უკავშირდება, რომელმაც იმ პერიოდის ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი სხივი შემოიტანა. ხუთი მეგობრისგან შექმნილ ჯგუფს (ირაკლი „პეჩო“ ჭელიშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, ოთარ ყარალაშვილი, გია ქარჩხაძე და ნოდარ მანჩხაშვილი) ინგლისურენოვანი მელოდიური სიმღერების გამო ხშირად „ბიტლზს“ ადარებდნენ.

მათი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერაა Please just carry on, რომლის შექმნის ისტორიას თავად ჯგუფის ვოკალისტი პეჩო (ირაკლი ჭელიშვილი) გვიყვება.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა საახალწლო თემატიკაზე სინამდვილეში სრულებით არ იყო დაწერილი, ვიდეო-კლიპის ნახვის და სიმღერის მოსმენის შემდეგ, ის მელოდიურობა, სიმშვიდე და სიმყუდროვე ბევრისთვის მაინც საახალწლო განწყობას ქმნის. 

სიმღერა 1995 წელს შეიქმნა და გერმანიაში, ქალაქ კიოლნის Sound Studio N-ში ჩაიწერა.

პეჩო | ირაკლი ჭელიშვილი

პეჩო | ირაკლი ჭელიშვილი: 

„Please just Carry on 95-ში დაიწერა, როგორც მახსოვს. ყველას გონია, რომ ეს არის საახალწლო სიმღერა. მესმის, ალბათ კლიპი იწვევს ამ ასოციაციას, თუმცა არანაირი კავშირი ამ სიმღერას არ ჰქონდა ახალ წელთან, არაფერ სახალისოსთან. ეს ჩემი ცოლისთვის დაწერილი სიმღერაა და ტექსტობრივადაც სრულიად განსხვავდება“.  ვიდეო-კლიპის გადაღებები თბილისის კინოსტუდიაში მიმდინარეობდა და მისი რეჟისორი ქუცნა ამირეჯიბია, მხატვარი კი შოთიკო გლურჯიძე.

„კლიპის გადაღება გადაწყდა და ამ გადაღებას და ყველაფრის მომზადებას სათავეში ჩაუდგა ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი ქუცნა ამირეჯიბი. ეს პირველი კლიპი იყო საქართველოში, რომლის გადაღებაც ვიდეოთი კი არ ხდებოდა, არამედ პროფესიონალური კამერით და კოდაკის ფირით. წარმოიდგინეთ, მაშინ კოდაკის ფირი სად უნდა გეშოვა და ჭაბუა ამირეჯიბმა ჩამოგვიტანა შვედეთიდან საჩუქრად. ვიღებდით კინოსტუდიაში, ყველაფერი პროფესიონალურად გაკეთდა. მხატვარი გვყავდა შოთიკო გლურჯიძე, რუსთაველის კინოს მხატვარი. შემდეგ ამ დეკორაციებსაც პავილიონში ერთად ვაწყობდით.

გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ეს სახლი, რომელიც ბოლო კადრში ჩანს, დახატა შოთიკო გლურჯიძემ, მერე ჯოხები დაზგით დამიჭრა და მე სახლში ავაწყვე. კლიპში არის ერთი მომენტი, რომელიც არ შეუმჩნევია არავის და მე ხინჯად დამრჩა. ფანჯრები რომ არის ტიხრებიანი ამ სახლზე, ერთ-ერთი ამოვარდა, კლიპში ვერავინ ვერ ამჩნევს ამ ფანჯარას, მე კი პირველი თვალში სწორედ ეს მხვდება საშინლად, რადგან ჩემი გაკეთებული იყო ეს ფანჯარა. მთლიანობაში გადაღება იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. ჩემთვის პირადად „სოფტ ეჯექტის“ პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი პერიოდი ცხოვრებაში. Რაღაცნაირად ასე გამოვიდა, რომ ხალხს მოეწონა ეს სიმღერაც და კლიპიც“. – ირაკლი ჭელიშვილი.

მოისმინეთ Soft Eject-ის სიმღერა Please just carry on

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ოპენჰაიმერი“ BAFTA-ს ტრიუმფატორია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის თქმით, პანდემიისას, როდესაც თავის მორიგ ალბომზე მუშაობდა, თავს მარტოსულად გრძნობდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი