ტეილორ სვიფტის თქმით, პანდემიისას, როდესაც თავის მორიგ ალბომზე მუშაობდა, თავს მარტოსულად გრძნობდა

მომღერალმა ეს მელბურნში გამართული კონცერტის დროს გაამხილა.
ფოტო: გრეჰემ დენჰოლმი/Getty Images/TAS Rights Management

ტეილორ სვიფტი საკონცერტო ტურნეს აგრძელებს. ერთ-ერთი ბოლო შოუ ვარსკვლავმა მელბურნში, ავსტრალიაში გამართა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ სვიფტმა სცენიდან აუდიტორიას მიმართა და გაამხილა, რომ 2020 წელს, როცა ის მუშაობდა ალბომზე სახელწოდებით Folklore, თავს მარტოსულად გრძნობდა. აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტმა Folklore კოვიდ-პანდემიის დროს ჩაწერა. 

„წარმოვიდგენდი, რომ ვიქტორიანული ეპოქის ქალი ვიყავი, რომელიც ტყეში სანთლით დახეტიალობდა” – თქვა სვიფტმა „[წარმოვიდგენდი], რომ ბუმბულით და პიგმენტით ვწერდი. სწორედ ასე გამოიყურებოდა ჩემ გონებაში Folklore-ზე მუშაობის პროცესი.”

კარანტინში ყოფნისას დაწერილ ალბომში სვიფტის არაერთი ჰიტი შევიდა. მათ შორის არის Exile, Betty, Cruel Summer. „კარანტინის ადრეულ ეტაპზე ალბომის ჩაწერას არ ვგეგმავდი, უბრალოდ ფილმების ყურება დავიწყე, ყოველ ღამე სხვადასხვა ფილმს ვუყურებდი. მრცხვენია ვაღიარო, რომ Pan’s Labyrinth იმ დრომდე არ მქონდა ნანახი.” – თქვა სვიფტმა Entertainment Weekly-სთან საუბრისას 

ამჟამად ტეილორ სვიფტი  ტურნეს ფარგლებში კონცერტებს ავსტრალიაში მართავს. მელბურნის შემდეგ ის  მსმენელის წინაშე სიდნეიში წარდგება. კონცერტები ასევე დაგეგმილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის სინგაპური, საფრანგეთი, შვედეთი, პორტუგალია, გაერთიანებულ სამეფო და კანადა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Soft Eject - Please, just carry on

Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი სიმღერის  შექმნის ისტორია

შემდეგი სტატია

ბიბი კვაჭაძე ახალ კომპოზიციას აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი