დონა სამერის სააგენტო კანიე უესტს უჩივის

ამერიკელი დისკო-ლეგენდის დონა სამერის ქონების წარმომადგენლების თქმით, კანიე უესტმა „თავხედურად და თვითნებურად“ გამოიყენა სამერის მუსიკა მას შემდეგ, რაც ლიცენზიაზე უარი მიიღო.
კანიე უესტი 2022/20223 წელს პარიზის მოდის კვირეულზე. ფოტო: სტეფანე კარდინალე
კანიე უესტი 2022/20223 წელს პარიზის მოდის კვირეულზე. ფოტო: სტეფანე კარდინალე

27 თებერვალს, დონა სამერის ქონების უფლებადამცველმა სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ სარჩელი კანიე უესტის წინააღმდეგ შეიტანა. მუსიკოსს დისკო-ლეგენდის  1977 წლის ჰიტის, I Feel Love-ის ნებართვის აღების გარეშე გამოყენებაში ადანაშაულებენ. ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში  სამერის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კანიე ვესტმა საავტორო უფლებები დაარღვია. 

სადავო სიმღერა შესულია კანიეს უკანასკნელ ალბომში სახელწოდებით Vultures 1, რომელიც ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.

დონა სამერის ქონების დამცველის თქმით, კანიე უესტმა უსირცხვილოდ გამოიყენა დონა სამერის სიმღერის ცნობადი სტროფები, მიუხედავად იმისა, რომ მას მკაფიოდ განუცხადეს უარი.

„დონა სამერის ქონების წარმომადგენლებს არ სურდათ კანიე უესტთან დაპირისპირება. მათ მკაფიოდ განუცხადეს სიმღერის გამოყენებაზე უარი, მაგრამ ბრალდებულმა ქედმაღლურად და თვითნებურად გადაწყვიტა, რომ სიმღერა I Feel Love უბრალოდ მოეპარა და ნებართვის გარეშე გამოეყენებინა” – წერენ დონა სამერის ადვოკატები.

სამერის უფლებადამცველების თქმით, კანიე უესტმა ხელახლა, თითქმის სიტყვა-სიტყვით ჩაწერა სიმღერის ეპიზოდები და შემდეგ ისინი სიმღერაში გამოიყენა.  მათი მტკიცებით, მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ თავად თაყვანისმცემლებმაც და კრიტიკოსებმაც კი აღიარეს პლაგიატობის ფაქტი. სარჩელში ასევე მოხსენიებულია ამერიკელი მომღერალი Ty Dolla $ign, რადგან ალბომი Vultures 1 კანიე უესტმა მასთან თანამშრომლობით შექმნა. 

თვის დასაწყისში დონა სამერის ქონების დამცველის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდეგ, კანიე უესტის სიმღერა Good (Don’t Die) ყველა სტრიმინგ პლატფორმიდან აიღეს. ის ალბომის ციფრული ვერსიებიდანაც იქნა ამოღებული, თუმცა ქონების უფლებადამცველის თქმით, ზიანი უკვე მიყენებულია და ყველა სამართლებრივი ზომები უნდა იქნას მიღებული.

ეს სარჩელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვისი მუსიკალური საკუთრების უკანონო გამოყენების გამო ლიცენზირების საფასურის გადახდა. ეს საკითხი ხელოვანთა უფლებების დაცვასაც ეხება, რათა იცოდნენ, თუ როგორ გამოიყენონ და წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები საზოგადოებაში, რათა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ უბრალოდ ვიღაცამ არ მოიპაროს მათი ნამუშევარი.

კანიე უესტს ამ ბრალდებებისთვის დაუყოვნებლივ არ უპასუხია, Ty Dolla $ign-ს კი ჟურნალისტები ვერ დაუკავშირდნენ. დონა სამერის ქონების უფლებადამცველთა თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამერის შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებასაც, რადგან კანიე უესტი თავისი ანტისემიტური განცხადებებით ამ შემთხვევაში დონა სამერის შემოქმედებასაც ჩრდილში აყენებს. 

კანიე უესტი საზოგადოებაში განიხილება, როგორც სკანდალური ფიგურა. ზოგიერთი ქმედებისა და განცხადების გამო მას მრავალი ცნობილი ბრენდი და ბიზნეს პარტნიორი გაემიჯნა. დონა სამერის ქონების უფლებადამცველები ცდილობენ, ღირებული ინტელექტუალური საკუთრება ამ კუთხითაც დაიცვან… 

რომელიმე სიმღერის მსგავსი ხელახალი ვერსიის ჩაწერა ერთგვარი ტაქტიკაა, რომელსაც შემსრულებლები იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ცალსახად აქვთ უარი ნათქვამი ორიგინალის გამოყენებაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს კანონიერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა შემსრულებელს კომპოზიციის ლიცენზია აქვთ მიღებული.

„ორივე სიმღერის მოსმენისას, ნებისმიერ მსმენელს მყისიერად შეუძლია ამ ორ სიმღერაში მსგავსი მელოდიისა და კომპოზიციური ელემენტების გარკვევა – იმდენად, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დონა სამერის სიმღერის ორიგინალი ვერსიაა აღებული.“ – წერენ დონა სამერის იურისტები.

დონა სამერის ქონების უფლებადამცველებმა 27 თებერვალს ოფიციალური სარჩელი წარადგინეს სტრიმინგ პლატფორმებთან და დისტრიბუტორებთანაც, მათ შორის Spotify-სთან და Apple Music-თან, რომლებმაც სიმღერა «Good (Don’t Die) გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წაშალეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდეია, ჯეიმი ლი კერტისი და სხვები 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებას დაესწრებიან 

შემდეგი სტატია

ნიკ ჰადსონი – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის შემოქმედება და ხევსურეთისთვის მიძღვნილი სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი