ერიკ კლეპტონის სასიყვარულო წერილები, რომლებიც ჯორჯ ჰარისონის იმდროინდელ მეუღლეს, პატი ბოიდს ეძღვნება, უქციონზე გაიყიდება

თქვენ შეგიძლიათ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ წერილების მფლობელი გახდეთ
ჯორჯ ჰარისონი და პატი ბოიდი, 1966 წლის 14 თებერვალი.
ჯორჯ ჰარისონი და პატი ბოიდი, 1966 წლის 14 თებერვალი.

8-21 მარტს კრისტის აუქციონის სახლი გასაყიდად ბრიტანელი ფოტოგრაფისა და მოდელის, ასევე ცნობილი მუსიკოსების, ჯორჯ ჰარისონისა და ერიკ კლეპტონის მუზის, პატი ბოიდის პირად ნივთებს გაიტანს.

26 თებერვალს გამოცემული პრეს-რელიზის თანახმად, კრისტის აუქციონზე „როკ-ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მუზად“ მიჩნეული პატი ბოიდის პირადი ნივთები გაიყიდება. ბოიდი ჯორჯ ჰარისონზე The Beatles-ის პოპულარობის ზენიტში დაქორწინდა და მისი შთაგონებით შეიქმნა იმდროინდელი ლეგენდარული სიმღერები I Need You (1965), ბილბორდის საუკეთესო 100-ეულის ლიდერი სიმღერა  Something (1969) და ასევე For You Blue (1970).

მოგვიანებით, ჰარისონის ახლო მეგობარი ერიკ კლეპტონი პატის სასიყვარულო წერილებს წერდა და ამ წერილების ნაწილი ახლა აუქციონზე გაიყიდება. „გწერ ამ წერილს იმისთვის, რომ გავერკვე შენს გრძნობებში, რომლებიც უკვე კარგად ნაცნობია შენთვის. მინდა ერთი რამ გკითხო, ისევ გიყვარს მეუღლე? ან სხვა ხომ არ შეიყვარე. ეს ყველა კითხვა ალბათ უაზროდ გეჩვენება, ვიცი, მაგრამ, მინდა ვიცოდე შენს გულში თუ არის ჩემს მიმართ გრძნობა დარჩენილი. მე უნდა ვიცოდე ეს.“

1974 წელს პატი ბოიდი ჯორჯ ჰარისონს დაშორდა და ხუთი წლის შემდეგ ერიკ კლეპტონს გაჰყვა ცოლად, თუმცა 1987 წელს მასაც დაშორდა. ერიკ კლეპტონის შემოქმედებიდან პატი ბოიდი, თამამად შეიძლება ითქვას, სიმღერა Layla-ს შთაგონების წყარო იყო. Ეს სიმღერა გრემის დიდების დარბაზშია შეყვანილი. 

„ვფიქრობდი, მჭირდებოდა თუ არა ისინი, უნდა შემენახა თუ არა ეს ყველაფერი პანდორას ყუთში. მე ვტკბებოდი ამ წერილებით მრავალი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ახლა ისინი სხვებმაც უნდა ნახონ. სწორედ ამიტომ გამომაქვს ისინი გასაყიდად“, –  ამბობს პატი ბოიდი. 

აუქციონზე ასევე გაიტანენ ჯორჯ ჰარისონისა და ერიკ კლეპტონის ფოტოებს. აუქციონი მარტში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ჰადსონი – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის შემოქმედება და ხევსურეთისთვის მიძღვნილი სიმღერა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი Yesterday-ს ტექსტის შთაგონების გულდასაწყვეტ მომენტს იხსენებს: „მხოლოდ რეტროსპექტივაში შეგიძლია, ეს დააფასო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი