2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე რაიან გოსლიგმა სიმღერა I’m Just Ken შეასრულა

გოსლინგთან ერთად სცენაზე Guns N’ Roses-ის გიტარისტი სლეშიც ავიდა.
რაიან გოსლინგი ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე Dolby Theatre-ში, I'm Just Ken-ის სიმღერის შესრულების დროს. ფოტო" კევინ უინტერი.

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, 10 მარტს, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინანტმა რაიან გოსლინგმა მარკ რონსონთან ერთად Dolby თეატრში საოცარი პერფორმანსი დადგა.

ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი გოსლინგი სცენაზე დარბაზიდან ავიდა, მარკ რონსონს მიესალმა და ვარდისფერ კიბეზე ჩამოჯდა, სადაც კოვბოის ქუდებში გამოწყობილ მოცეკვავეთა გუნდთან ერთად იმღერა. პერფორმანსს Barbie-ის მსახიობები სიმუ ლიუ და კინგსლი ბენ-ადირიც შეუერთდნენ. 

სიმღერის ემოციური შესრულების დროს სცენაზე Guns N’ Roses-ის გიტარისტი Slash-იც ავიდა, რომელმაც სოლო გიტარაზე ამაღელვებელი პარტია შეასრულა. 

საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინანტთა ხუთეულში ფილმ Barbie-დან სიმღერა I’m Just Ken-ის გარდა,  ბილი აილიშისა და ფინეასის ჰიტი What Was I Made For? იყო წარდგენილი, რომელიც საბოლოო გამარჯვებული გახდა.

Barbie-ს კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ, სიმღერა I’m Just Ken-ის დებიუტი ბილბორდის საუკეთესო ასეულში შედგა, სადაც სიმღერამ 87-ე ადგილი დაიკავა.

ნახეთ რაიან გოსლინგის სიმღერის, I’m Just Ken-ის საოცარი პერფორმანსი ოსკარის დაჯილდოებაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ის დაჯილდოებაზე ნიო იორკში. ფოტო: ჯეიმი მაკკაარტი

აღნიშნეთ ქალთა თვე ქალ მუსიკოსთა მემუარებით

შემდეგი სტატია

„ბასისტების დედოფალი” – ნიკ უესტი Billboard Georgia Stage-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი