აღნიშნეთ ქალთა თვე ქალ მუსიკოსთა მემუარებით

გილოცავთ ქალთა თვეს! ნახეთ ქალ მუსიკოსთა მემუარების სია.
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ის დაჯილდოებაზე ნიო იორკში. ფოტო: ჯეიმი მაკკაარტი
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ის დაჯილდოებაზე ნიო იორკში. ფოტო: ჯეიმი მაკკაარტი

გილოცავთ ისტორიულ ქალთა თვეს, მარტი საზოგადოებაში ქალთა როლის მნიშვნელობის აღნიშვნის თვეა, მათ შორის იმ ქალ მუსიკოსთა როლისაც, რომელთაც მუსიკალური სამყარო ჩამოაყალიბეს და განავითარეს.

მუსიკის უდიდესმა ქალმა შემსრულებლებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მუსიკალურ ინდუსტრიაზე. ისინი თაყვანისმცემლებს იმ დაბრკოლებებსა და ტრიუმფებზე უყვებიან თავიანთ ამაღელვებელ მემუარებში, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში გაიარეს.

8 მარტის, როგორც ქალთა საერთაშორისო დღისა და ასევე ქალთა თვის აღსანიშნავად ბილბორდი თოთხმეტი ქალი მუსიკოსის მემუარების სიას გთავაზობთ. 

My Name is Barbara

My Name is Barbara – რას ამბობს ეს სახელი? 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, 46 გრემის ნომინაციით, რომელთაგან რვაში გაიმარჯვა, ოსკარით, ემისა და ტონის ჯილდოებით ბარბარა სტრეიზანდმა თავისი სახელი მუსიკალურ ინდუსტრიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა.

2023 წელს გამოცემულ მემუარებში ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი მკითხველს თავისი კარიერის შესახებ უყვება. სტრეიზანდი დეტალურად აღწერს ბრუკლინში გატარებულ ბავშვობასა და სამსახიობო კარიერის დასაწყისს, რომელმაც სიმღერამდე მიიყვანა.

The Woman In Me

The Woman In Me – პოპ-ვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა ლიტერატურულ სამყაროში თავისი მემუარებით ფურორი მოახდინა. წიგნი გასულ ოქტომბერს გამოვიდა, სადაც ბრიტნი სპირსი წარსულ მოგონებებს, ბავშვობასა და კარიერას დეტალურად აღწერს. მუსიკოსი ყოველგვარი კონსერვატორული ჩარჩოებისგან თავისუფლდება და გახმაურებულ პირად ურთიერთობებზეც საუბრობს.

Talking to My Angels

Talking to My Angels – მუსიკოსი მელისა ეთრიჯი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვთავაზობს.  ეს არის გაკვეთილები, სადაც ასახულია გზა ტრაგედიიდან ტრიუმფამდე. Talking to My Angels მუსიკოსის ყველაზე გაყიდვადი მემუარებია, რომელიც გასულ სექტემბერს გამოიცა. გრემის გამარჯვებულმა მელისა ეთერჯმა პირველი სადებიუტო მემუარული წიგნი  The Truth Is…: My Life in Love and Music 2001 წელს გამოსცა.

The Meaning of Mariah Carey

The Meaning of Mariah Carey – მერაია ქერი მემუარებში ცხოვრებისეულ გულწრფელ, გაუფილტრავ ისტორიებს გადმოგვცემს. „ეს არის წიგნი აღმავლობისა და დაცემის, ტრიუმფებისა და ტრავმების, უბედურებისა და ოცნებების, რომელმაც ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო და დღეს ის ვარ ვინც ვარ“, – წერს მერაია ქერი წიგნში.

Just Kids

Just Kids – პატი სმიტის მემუარები ეროვნული წიგნის ჯილდოს მფლობელი გახდა და მუსიკალური ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. პატი სმიტი წიგნში განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდობის პერიოდზე, რობერტ მეპლორთან ერთად განვლილ გზაზე, სადაც ისინი თავიანთ ოცნებებს ნიუ-იორკში ეძებენ.

Lady Sings the Blues

Lady Sings the Blues – ეს არის ბილი ჰოლიდეს საოცრად გულწრფელი ავტობიოგრაფია, სადაც ჯაზ-შემსრულებელი თავისი ცხოვრების რთულ ადრეულ პერიოდსაც გვიყვება. ბილი ჰოლიდეი წიგნში  რასიზმსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზეც საუბრობს, რასაც საბოლოოდ არტისტის სიცოცხლე შეეწირა. 

More Myself

More Myself – ალისია კისის ნახევრად ავტობიოგრაფიული და ნახევრად თხრობითი დოკუმენტური წიგნია, სადაც მუსიკოსი მამასთან რთულ ურთიერთობას ხდის ფარდას. ალისია კისი გვიყვება სასიყვარულო ურთიერთობაში კონფიდენციალურობის დაკარგვის შესახებ, მის ადრეულ კარიერასა და სრულყოფილების ძიებაზე.

My Life in Lyrics

My Life in Lyrics ქანთრის ლეგენდის, დოლი პარტონის ავტობიოგრაფიული წიგნია. თავის მემუარებში პარტონი ადრეული ცხოვრების შესახებ გვიყვება, როდესაც 18 წლისა მუსიკალური კარიერის დასაწყებად სახლიდან წავიდა. წიგნი მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე, ქორწინებაზე, მეგობრობასა და კარიერულ მიღწევებზე გვიყვება.

Hunger Makes Me a Modern Girl

Hunger Makes Me a Modern Girl ჯგუფ Sleater-Kinney-ის გიტარისტ კერი ბრაუნშტეინის ავტობიოგრაფიული წიგნია. წიგნში ამერიკული ცნობილი ბენდის Sleater-Kinney-ის სიმღერის Modern Girl-ს სათაურია გამოყენებული.  კერი ბრაუნშტეინი გვიყვება რთულ ოჯახურ მდგომარეობაზე, სადაც ის ოჯახს ტოვებს და მუსიკალურ სამყაროში ინაცვლებს, რაც მისთვის ერთგვარი თერაპიაა. ბრაუნშტეინი ცხოვრების მხიარულ, გულწრფელ სახეს არ კარგავს, რაც ამ ეპოქის, მუსიკალური სუბკულტურისა და დამოუკიდებლობის ერთგვარი სახეა.

Happiness Becomes You

Happiness Becomes You – თინა ტერნერის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის გზამკვლევია. ეს არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა, სადაც  მუსიკოსი დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაეხმარა ბუდისტური პრაქტიკა ცხოვრების ბნელი პერიოდიდან გამოსვლაში.

Natural Women

Natural Women – კეროლ კინგის 2013 წელს გამოსული პირადი მოგონებებია, რომელიც მისი, როგორც შემსრულებლის, დედის, ცოლისა და აქტივისტის ცხოვრების შესახებ გვიყვება.

I Put a Spell on You

I Put a Spell on You – ავტობიოგრაფიულ წიგნში ნინა სიმონე თავის ძლიერ, ტრიუმფალურ და ქარიშხლიან ცხოვრებას აღწერს. ნინა სიმონე წიგნში კარიერული წარმატების უმაღლეს მწვერვალზე, წარუმატებელ ქორწინებებზე, ფსიქიკურ აშლილობაზე, სიღარიბეზე და თვითმკვლელობის მცდელობაზე დეტალურად უყვება მკითხველს.

True Love

True Love – ეს არის წიგნი, სადაც ჯენიფერ ლოპესის ორწლიანი ტრანსფორმაციული პერიოდია ასახული. მუსიკოსი მემუარებში იმ გამოწვევებზე, დაპირისპირებაზე, შიშების დაძლევასა და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გვიყვება.

My Story


My Story – მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი რება მაკენტარისის მემუარებია, სადაც მუსიკოსი დამახასიათებელი იუმორისტული სტილით გვიყვება ცხოვრებისეულ ამბებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფინეასი და ბილი აილიში საუკეთესო ორიგინალური სიმღერის გამარჯვებულები გახსნენ სიმღერისთვის What Was I Made For, რომელიც ფილმ Barbie-ის საუნდტრეკია.

ნახეთ 2024 წლის ოსკარის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

რაიან გოსლინგი ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე Dolby Theatre-ში, I'm Just Ken-ის სიმღერის შესრულების დროს. ფოტო" კევინ უინტერი.

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე რაიან გოსლიგმა სიმღერა I’m Just Ken შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

პროექტი ძველი ქართული მულტფილმების განახლებასა და გაფერადებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ქართული ანიმაციის პოპულარიზებას.
მეტი
ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი

დიზაინერი ჯონ რიჩმონდი პანკური მოდისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ის პატი სმიტმა

მილანის მოდის კვირეულზე „ბილბორდ იტალია“ ინგლისელ დიზაინერ ჯონ რიჩმონდს ესაუბრა. რიჩმონდი მის შემოქმედებაში მუსიკის როლზე საუბრობს.
მეტი