ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

2024 წლის ევროვიზიის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე შეასრულებს სიმღერას Firefighter.

11 მარტს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა შედგა.

სიმღერის სახელწოდება, Firefighter, ქართულად ცეცხლთან მებრძოლს ნიშნავს, ამ ცეცხლში კი, ნუცა ბუზალაძის თქმით, ყველა ის უარყოფითი რამ არის ნაგულისხმები, რაც მსოფლიოს გარშემო ხდება და რასაც მომღერალი ამ სიმღერით უპირისპირდება.

სიმღერის ავტორები მაკედონელი კომპოზიტორი დარკო დიმიტროვი და ალბანელი ადა სატკა არიან. რეჟისურა ზაზა ორაშვილს ეკუთვნის, მხატვარი შაკო პოპიაშვილია, ქორეოგრაფი იტალიელი ლუიჯი ალოკაა, კოსტიუმები ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილის  დიზაინით შეიქმნა, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ნუცა ბუზალაძის გზა ევროვიზიამდე საკმაოდ მრავალფეროვანია – იგი არაერთი მასშტაბური კონკურსის მონაწილე იყო. ნუცა ბუზალაძე  2023 წელს American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის მოხვდა. ნუცამ როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი. American Idol-ის შოუს  ფინალში კი მან დუეტი პოპ ვარსკვლავ კაილი მინოუგთან ერთად შეასრულა. რაც შეეხება სადებიუტო ალბომს, მომღერალმა ის 2019 წელს გამოსცა.

ნუცა ბუზალაძის კონკურსების სია კი ასე გამოიყურება: „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი, 2011) „ერთი–ერთში“ (ფინალისტი, 2013), „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული, 2014) „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი, 2015), „The Voice of Turkey“ (ნახევარფინალისტი, 2017) „ყველა ერთად“ (ფინალისტი, 2020), Kenga Magjike (გამარჯვებული, 2021) „ყველა ერთად“ (ფინალისტი, 2021) და ბოლოს  American Idol (ტოპ 12, 2023). 

ევროვიზია 2024-ის ნახევარფინალური ტურები 7 და 9 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, ნუცას გამოსვლა კი ევროვიზიის სცენაზე 9 მაისს არის ჩანიშნული. ევროვიზიის ფინალური შოუ 11 მაისს არის დაგეგმილი.

ნახეთ ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერა და ვიდეორგოლი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბასისტების დედოფალი” – ნიკ უესტი Billboard Georgia Stage-ზე

შემდეგი სტატია

მარინა სოლომონია

მარინა სოლომონია – სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი