Bon Jovi-ის მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე მილიარდ ნახვას აგროვებს

Always ბენდის მესამე მუსიკალური ვიდეოა რომელიც „მილიარდიან კლუბს“ შეუერთდა
Bon Jovi - ფოტო: ნორმან ჯინ როი
Bon Jovi – ფოტო: ნორმან ჯინ როი

1994 წლის Bon Jovi-ის ჰიტ სიმღერამ Always პლატფორმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. 2000 წლის სიმღერა  It’s My Life-ისა და 1986 წელს გამოცემული Livin’ On a Prayer-ის შემდეგ ეს ბენდის მესამე მუსიკალური კლიპია, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა.

სიმღერა Always Bon Jovi-ის 1994 წელს გამოცემულ ალბომში, Cross Road-ში შედის. სიმღერა ბილბორდის საუკეთესო 100-ში მეოთხე ადგილზე მოხვდა და ბენდის საუკეთესო ათ სიმღერას შორის დასახელდა. Always ბოლო სიმღერაა, რომელშიც ბას-გიტარისტმა ალეკ ჯონ სოუსმა მიიღო მონაწილეობა, რადგან 1994 წელს მან ბენდი დატოვა.

ალბომი Cross Road ბილბორდ 200-ის ალბომის ჩარტებში მერვე ადგილს 57 კვირის განმავლობაში იკავებდა. Cross Road-ში ასევე შედის ისეთი ჰიტები, როგორიცაა Livin’ On a Prayer, Wanted Dead or Alive, You Give Love a Bad Name და I’ll Be There For You.

რაც შეეხება Bon Jovi-ის სიახლეებს, ახლო მომავალში Hulu-ზე მათი ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი გამოვა სახელწოდებით Thank You, Goodnight: The Bon Jovi Story. სერიალი ბენდის კარიერაზე მოგვითხრობს და მასში მაყურებელი ჯონ ბონ ჯოვის პირადი ვიდეოების ნახვასა და გამოუქვეყნებელი სიმღერების დემო ვერსიების მოსმენას შეძლებს.

ნახეთ მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Always

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანის ორკესტრმა ქართველი მუსიკოსის, ანანო სიხარულიძის ნაწარმოები შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ არიანა გრანდეს We Can’t Be Friends-ის ვიდეოკლიპის გადაღების პროცესი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი