M.I.A., AURORA, Archive, Masego, La Femme – Tbilisi Open Air 2024-ზე მონაწილე არტისტები ცნობილია

ფესტივალი წელს 21-22-23 ივნისს გაიმართება.
Tbilisi Open Air

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ბრუნდება. ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში იმ შემსრულებლების სია გაავრცელეს, რომლებიც 2024 წელს გამოვნელ სცენაზე. Tbilisi Open Air 2024 21-22-23 ივნისს გაიმართება. მსმენელის წინაშე წელს პირველად ბრიტანელი არტისტი M.I.A. წარდგება. გრემის ნომინანტი შემსრულებელი მსოფლიო სცენის გამორჩეულო ვარსკვლავია. მან სხვადასხვა დროს ითანამშრომლა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან მადონა, ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 

M.I.A.

Tbilisi Open Air-ის საერთაშორისო ჰედლაინერებს შორის ასევე ვხედავთ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Aurora,  Masego, La Femme, She Wants Revenge, Lebanon Hanover და სხვები. აღსანიშნავია, რომ Archive ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მესამედ დაუკრავს. 

AURORA

Tbilisi Open Air-ის სცენა ტრადიციულად ქართველ არტისტებსაც დაეთმობა. MokuMoku, Mechanical Rainbow, Circus Mircus, Killages, Avara, „ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები”, Psychonaut 4, Loudspeakers – წელს მთავარ სცენაზე სწორედ ამ ქართველ ბენდებს მოისმენს ფესტივალის აუდიტორია. გარდა ამისა საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება კიდევ სამი სცენა – Khidi Stage, Zion Garden და Singer Stage. 

Tbilisi Open Air 2024 კვლავაც ჩვეულ ადგილას – Lisi Wonderland-ის სივრცეში ჩატარდება. 

ფესტივალის სრული ლაინაფი იხილეთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი პერფორმანსის დროს, 2021 წელის 16 ოქტომბერი, ლას ვეგასი. ფოტო: დენის ტრუსცელო

ლას-ვეგასში მდებარე სასტუმროებისა და კაზინოების ქსელი MGM Grand აცხადებს, რომ ბრუნო მარსს 50 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი არ აქვს

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი