გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

კონცერტი ლონდონში 16 აპრილს გაიმართება.

16 აპრილს გიორგი გიგაშვილი ლონდონში BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ ინსტაგრამზე BBC Shows წერს. ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი  ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები. შუალედში კი მუსიკოსებს გიორგი გიგაშვილი შეუერთდება, რომელიც ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც გულისხმობს კონცერტებს BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, ასევე სოლო კონცერტს BBC-ის Radio 3-ის პირდაპირ ეთერში, სტუდიური ჩანაწერების გაკეთებასა და სხვა აქტივობებს. გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტი 2023-2025 წლებში იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

M.I.A., AURORA, Archive, Masego, La Femme – Tbilisi Open Air 2024-ზე მონაწილე არტისტები ცნობილია

შემდეგი სტატია

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი