მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ 55 მილიონი დოლარი მიიღო

სასამართლო დავაში – უნდა დაიფაროს თუ არა კეთრინ ჯექსონის იურიდიული ხარჯები მომღერლის ქონებიდან – ანდერძის აღმსრულებლები ამტკიცებენ, რომ მისის ჯექსონს უკვე მილიონები აქვს აღებული.
მაიკლ ჯექსონი დედასთან, კეთრინ ჯექსონთან ერთად
Justin Sullivan/Getty Images

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეების ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ, კეთრინ  ჯექსონმა, 55 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ეს ფაქტი მათ მისის ჯექსონთან სასამართლო დავის დროს გაამხილეს. 

Billboard-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომღერლის ქონების განმკარგველები ამტკიცებენ, რომ ვალდებული არ არიან, გადაიხადონ კეთრინ ჯექსონის მიერ წამოწყებული სასამართლო დავის იურიდიული ხარჯები. მათი თქმით, 2009 წლიდან, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, კეთრინის არც ერთი ფინანსური მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა მისი ცხოვრების უზრუნველყოფას, უარყოფილი არ ყოფილა. ადვოკატების თქმით, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მას 55 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. 

როგორც სასამართლო დავის დროს გამჟღავნდა, მისის ჯექსონს ხელზე 33 მილიონზე მეტი აქვს აღებული. ამასთანავე, ის ყოველთვიური შემოსავლის სახით იღებს 160 000 დოლარს და ფლობს 15 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს. ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ დეკემბერში მას კიდევ გაუთვალისწინებელი 3.7 მილიონი დოლარი გადაურიცხეს საშემოსავლო დავალიანების დასაფარად.

კეთრინ ჯექსონმა სასამართლო დავა დაუზუსტებელი ბიზნეს ტრანზაქციის დასაბლოკად წამოიწყო, რომელიც მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეების წარმომადგენლების მიერ ახალი შეთანხმების შედეგად განხორციელდა. საქმეში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა შეთანხმებაზეა საუბარი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ეხება 600 მილიონ დოლარიანი გარიგებას, რომლითაც კომპანია Sony მაიკლ ჯექსონის კატალოგის წილს ყიდულობს. 

კეთრინ ჯექსონმა გარიგების დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მხარეებს შეთანხმების დადების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი კეთრინმა მოითხოვა, რომ მის მიერ წამოწყებული სასამართლო დავის ხარჯები მისი ვაჟის ქონებიდან იქნეს ანაზღაურებული. 

ფინანსურ დავას მომღერლის ვაჟიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბებიის სარჩელი თავიდანვე განწირული იყო და უსამართლობა იქნება, თუ ეს გადასახადი მასა და მის და-ძმას დაეკისრებათ.

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეების წარმომადგენლები უარს აცხადებენ კეთრინის ადვოკატის თანხის გადახდაზეც, რადგან, მათი თქმით, ამ დავამ მათ რეალური ზიანი მიაყენა. 

„ეს მოთხოვნა არ შეეხება მისის ჯექსონის რჩენას, მასზე ზრუნვას, მის კომფორტს ან მხარდაჭერას,” – ამბობენ ადვოკატები. „ეს არის მოთხოვნა იმ იურიდიული ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელიც მისის ჯექსონმა წამოიწყო, სასამართლომ კი არ დააკმაყოფილა.” 

კეთრინ ჯექსონის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beyoncé ფოტო: მეისონ პული

2024 წლის  iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიონსე ნოვატორის ჯილდოს მიიღებს

შემდეგი სტატია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი