INXS-ის ცნობილი სიმღერის, Never Tear Us Apart -ის, უცნობი კადრები – ექსკლუზიური პრემიერა

INXS მუსიკალური კლიპის Never Tear Us Apart-ის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღნიშნავს
INXS მუსიკალური კლიპის Never Tear Us Apart-ის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

1987 წელს INXS-მა მსოფლიოში ყველასთვის საყვარელი სიმღერა, Never Tear Us Apart გამოსცა, რომელსაც დღემდე აქტიურად უსმენენ. 

INXS სიმღერის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღსანიშნად ვიდეოკლიპის გადაღებისას კადრს მიღმა დარჩენილ მომენტებს და ბენდის გარდაცვლილი ფრონტმენის, მაიკლ ჰატჩენსის ინტერვიუს აქვეყნებს.

ენდრიუ ფარსი, INXS-ის სიმღერების თანაავტორი, პიანისტი და გიტარისტი, სიმღერის შექმნის ისტორიას ჰყვება.  „როდესაც ჰაჩენსმა პირველად მოისმინა სიმღერა, გაეცინა. მას ის სასაცილოდ მოეჩვენა, რადგან ჩვენთვის ძალიან განსხვავებული სტილი იყო. თუმცა, შემდეგ მან გადაიფიქრა, აიღო დემოვერსია, შექმნა ტექსტი და ასე დაიბადა ჰიტი“, – აღნიშნავს ენდრიუ ფარსი.

კლიპის რეჟისორი რიჩარდ ლოვენშტეინია, რომელმაც კლიპში პრაღის შუა საუკუნის არქიტექტურული ძეგლები 8 მმ-იან ფირზე აღბეჭდა.  

ვიდეო კლიპს Youtube-ზე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სიმღერის იუბილესთან დაკავშირებით გამოსულ ხუთწუთიან ვიდეოში ჰატჩენსი აღნიშნავს: „იქ ხალხის სულისკვეთება ფანტასტიკურია, ეს არის ზუსტად ის, რაც მე მიყვარს, რაც გაიძულებს, დააფასო ის, რაც გაქვს.“ 

როკ-ჯგუფი INXS  აღარ არის აქტიური, ჯგუფის ფრონტმენი ჰატჩენსი 1997 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1989 წლის ნოემბერში პრაღის შემოდგომა,  „ხავერდოვანი რევოლუცია“  მოხდა, რამაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა. გადაღებებიდან ხუთი წლის შემდეგ ქვეყანა სლოვაკეთად და ჩეხეთად გაიყო. მუსიკალური ვიდეო კლიპი ამ ფაქტამდე რამდენიმე წლით ადრეა გადაღებული.

„იმ პერიოდში რამდენიმე დაბრკოლება უნდა გადაგელახა, რომ პრაღაში გადაღების უფლება მიგეღო. ქალაქის ულამაზესი, რომანტიკული არქიტექტურა და ღირშესანიშნაობა ძალიან მოუხდა ამ სიმღერას. ჩვენმა ერთკვირიანმა მუშაობამ პრაღის ხიბლსა და კულტურაში ჩაძირვის შესაძლებლობა მოგვცა“, – ამბობს ჯგუფის გიტარისტი და საქსოფონისტი კირკ პენგილი.

სიმღერა Never Tear Us Apart INXS-ის მუსიკალურ კატალოგში, გამორჩეულია, ის ჯგუფის ყველაზე წარმატებულ ალბომ Kick-ში შედის, რომელიც ბილბორდ 200-ში მესამე ადგილზე იყო.

ნახეთ  INXS-ის  ვიდეო, კლიპის კადრის მიღმა გადაღებებიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლელა შარაბიძე

ლელა შარაბიძისთვის სოხუმი კლასიკურ მუსიკასთან ასოცირდება

შემდეგი სტატია

მულტიმედია არტისტმა მატაია უალდენბერგმა Creams-ის ტრეკის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი