Cardi B მეორე სტუდიურ ალბომს აანონსებს

რეპერმა სადებიუტო ალბომი, Invasion of Privacy, 6 წლის წინ გამოსცა.
ფოტო: ლაიონელ ჰანი/Getty Images

Cardi B თავისი სადებიუტო ალბომის, Invasion of Privacy-ს 6 წლის იუბილეს აღნიშნავს. ალბომი 2018 წელს გამოიცა და Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, 2019 წელს, არტისტმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაშიც გაიმარჯვა და გრემი მიიღო. Invasion of Privacy ერთიანებს ისეთ სინგლებს, რომლებიც გამოშვებისთანავე ჰიტებად იქცა და Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში წამყვანი პოზიციები დაიკავა. მათ შორისაა  ყველაზე პოპულარული ტრეკები: Bodak Yellow და I Like It.

რეპერმა სადებიუტო სტუდიური ალბომის წარსული წარმატება სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაიხსენა და მსმენელებს სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულად კი მეორე ალბომზე მინიშნებები გაუზიარა. 

„6 წლის წინ ჩემი პირველი ალბომი გამოვეცი და მან ბევრი რეკორდი მოხსნა,”- წერს Cardi B. – „ვემზადები, რომ ამ წელს მეორე ალბომი გამოვცე…ის ძალიან განსხვავდება იმისაგან, რასაც ყველა ელოდება,” – ვკითხულობთ არტისტის პოსტში. 

Cardi B-მ მსმენელს მხარდაჭერისათვის მადლობაც გადაუხადა და ფანებისადმი სიყვარული ღიად გამოხატა. რეპერის თქმით, ბოლო დროს დაკავებული იყო, თუმცა გულშემატკივრებთან კომუნიკაციას უახლოეს მომავალში გეგმავს. 

15 მარტს Cardi B-მ გამოსცა სინგლი სახელწოდებით Enough (Miami). არტისტმა ტრეკი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინა, რომელიც ქალმა რეჟისორმა, ფეიშენს ჰარდინგმა გადაიღო. რეპერმა მონაწილეობა მიიღო შაკირას  ახალი სიმღერის, Puntería-ს ჩაწერაშიც. Puntería შესულია შაკირას უახლეს ალბომში, სახელწოდებით Las Mujeres Ya No Lloran, რომელიც 22 მარტს გამოიცა. 

რაც შეეხება Cardi B-ის მეორე LP-ის, ალბომის შესახებ დეტალები, მათ შორის გამოსვლის თარიღი, ჯერ კიდევ უცნობია. 

ნახეთ Cardi B-ის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარბარა გიბსონის ილუსტრაცია

კურტ კობეინის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

შემდეგი სტატია

DU-BESH – ერეკლე დეისაძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი