დუა ლიპამ ახალი ალბომი გამოუშვა

Radical Optimism მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომია.
ფოტო: ტაირონ ლებონი

დუა ლიპას ახალი ალბომი Radical Optimism 3 მაისს გამოიცა. 11 ტრეკისგან შემდგარი LP არტისტის პირველი ალბომია მას შემდეგ, რაც 2020 წელს მომღერალმა Future Nostalgia გამოუშვა. Radical Optimism სრულიად ახალ სიმღერებთან ერთად აერთიანებს უკვე გამოქვეყნებულ ისეთ სინგლებს, როგორებიც არის: Houdini, Training Season და Illusion.


„[ალბომის გამოცემა] კარგი გრძნობაა, უკეთესი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრძნობას”- თქვა ალბომზე საუბრისას დუა ლიპამ ბილბორდთან უწინდელ ინტერვიუში.


28 წლის მომღერალმა სამუშაო პროცესზე Apple Music-თან ინტერვიუშიც ისაუბრა. პროექტის წამყვანთან, ზეინ ლოუსთან საუბრისას მუსიკოსმა დაასახელა ის სიმღერა, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს არის. „ეს სიმღერა ალბომის ბოლო ტრეკია და მისი სახელია Happy for You. ეს სიმღერა მიყვარს, რადგან ის არის ადამიანებზე, რომლებთანაც წარსულში ურთიერთობა გქონდა, შემდეგ კი მათ თავიანთი ცხოვრება გააგრძელეს, თუმცა შენ მათი ბედნიერება გიხარია,“ – აღნიშნა დუა ლიპამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის ყველა სიმღერა მოხვდა

შემდეგი სტატია

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი