Doja Cat მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებულ საღამოზე სველი კოსტიუმით მივიდა

კოსტიუმის დიზაინი მოდის სახლ Vetements-ს ეკუთვნის.
ფოტო: ჯეიმი მაკკართი

6 მაისს მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულ კოსტიუმირებულ მიღებას სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები დაესწრნენ. Doja Cat ერთ-ერთი მათგანი იყო, ვის გამოჩენასაც პრესა განსაკუთრებით ელოდა. ამის მიზეზი Doja Cat-ის პაპარაცული ფოტოებია, რომლებიც Met Gala-მდე რამდენიმე დღით ადრე ვარსკვლავს ნიუ-იორკის ქუჩებში გადაუღეს. როგორც მოსალოდნელი იყო, Doja Cat ყველაზე განსხვავებული იმიჯით წარდგა – ის ხალიჩაზე სველი კოსტიუმით გამოჩნდა.

Met Gala-ზე მისვლამდე Doja Cat პრესამ Mark Hotel-დან გამოსვლისას დააფიქსირა. მას ტანზე თეთრი პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. გამოირჩეოდა Doja Cat-ის მაკიაჟი, რომელიც ცნობილმა ვიზაჟისტმა პატ მაკგრათმა შეასრულა. რაც შეეხება რეპერის კოსტიუმს, ის მოდის სახლმა Vetements-მა შექმნა, რომლის მფლობელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი წარმოშობით ქართველი გურამ გვასალიაა. Doja Cat სწორედ გურამ გვასალიასთან ერთად მივიდა Met Gala-ზე.

Entertainment Tonight-თან ინტერვიუში Doja Cat-მა თავისი კოსტიუმის შესახებ ისაუბრა. „ვიცი, რომ ადამიანების არჩევანი თემატიკიდან გამომდინარე ყვავილებზე შეჩერდა, მაგრამ ჩემი არჩევანი ყველაზე ხშირად გამოყენებული ყვავილი – ბამბაა,” – აღნიშნა ვარსკვლავმა.

Met Gala კოსტიუმირებული მიღებაა, რომელიც წინ უძღვის მეტროპოლიტენის მუზეუმის განყოფილების, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიურ თემატურ გამოფენას. წლევანდელი გამოფენის თემაა „მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება”. სწორედ ამ თემატიკის მიხედვით შეირჩა Met Gala-ს წლევანდელი დრესკოდიც და მისი სახელწოდებაა The Garden of Time.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი Met Gala-ს დაესწრო

შემდეგი სტატია

ტაილა 2024 წლის Met Gala-ზე, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 6 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

ტაილა დიჩი 2024 წლის  Met Gala-ზე ქვიშით შთაგონებული კაბით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი