Met Gala-ს ხალიჩაზე Cardi B მასიური შავი კოსტიუმით გამოჩნდა

„ვფიქრობ, რომ Met Gala გრემის დაჯილდოებაზე წასვლას ჰგავს,”- თქვა Cardi B-მ The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში.
ფოტო: ჯეიმი მაკკართი

მოდის სამყაროს მთავარი მოვლენა Met Gala წელს 6 მაისს გაიმართა. ხალიჩაზე ვარსკვლავები სხვადასხვა ცნობილი დიზაინის კოსტიუმებით წარდგნენ. წინა წლების მსგავსად, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმიჯი Cardi B-მ მოირგო. ის ხალიჩაზე მასიური შავი კოსტიუმით წარდგა.

კოსტიუმი იმდენად მასშტაბური იყო, რომ არტისტს რამდენიმე დამხმარე ახლდა. Met Gala-ზე მისვლისას Cardi B-ის კოსტიუმმა მთლიანად დაფარა საზეიმო ხალიჩა. შავ კოსტიუმს რეპერმა სამკაულების მეშვეობით მწვანე ტონალობები შეუხამა.

„ვფიქრობ, რომ Met Gala გრემის დაჯილდოებაზე წასვლას ჰგავს,”- თქვა Cardi B-მ The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში. რეპერმა გაამხილა, რომ ის მზადებისას ნერვიულობდა.

Met Gala კოსტიუმირებული მიღებაა, რომელიც წინ უძღვის მეტროპოლიტენის მუზეუმის განყოფილების, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიურ თემატურ გამოფენას. წლევანდელი გამოფენის თემაა „მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება”. სწორედ ამ თემატიკის მიხედვით შეირჩა Met Gala-ს წლევანდელი დრესკოდიც და მისი სახელწოდებაა The Garden of Time.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტაილა 2024 წლის Met Gala-ზე, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 6 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

ტაილა დიჩი 2024 წლის  Met Gala-ზე ქვიშით შთაგონებული კაბით წარდგა

შემდეგი სტატია

wayward.atom – მუსიკოს ნიკა გოგიაშვილის ახალი პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი