Starring Georgia-ს სცენაზე ვარსკვლავური სეზონი OneRepublic-მა გახსნა

OneRepublic - Photo: Black Sea Arena
OneRepublic – Photo: Black Sea Arena

მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პოპ-როკ ბენდი OneRepublic კოლორადოში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ვოკალისტი და პიანისტი რაიან ტედერია, ბენდის შემადგენლობაში არიან ასევე  ზაკ ფილკინსი (სოლო გიტარა) ბრენტ კაცელი (ბასი, ჩელო), ედი ფიშერი (დრამი) და ბრაიან უილეტი (კლავიში, ვიოლინო).

OneRepublic – Photo: Black Sea Arena

OneRepublic-ის მუსიკა მრავალფეროვანი მუსიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. 

2006 წელს ბენდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა სიმღერით Apologize. 2009 წელს OneRepublic-მა მეორე ალბომი, სახელწოდებით Waking Up  გამოსცა. ალბომში ისეთი ჰიტებია შესული, როგორებიცაა All the Right Moves და Good Life.

OneRepublic – Photo: Black Sea Arena

OneRepublic-ის მესამე სტუდიურ ალბომში, რომლის სახელწოდებაა  Native,  შესულია მსოფლიო ჰიტად ქცეული სიმღერა  Counting Stars.

ბენდს ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. 

საქართველოში ჯგუფი OneRepublic პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოვიდა. პროექტი მე-2 წელია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და Black Sea Arena-ს ორგანიზებით ტარდება. კამპანიის მთავარი მიზანი კი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

OneRepublic – Photo: Black Sea Arena

ცნობისთვის, წელს Black Sea Arena-ს  კამპანიის ფარგლებში კიდევ 3 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 31 მაისს, გერმანული ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდ Scorpions-ის კონცერტით გაგრძელდება. 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ჯგუფი Massive Attack გამართავს კონცერტს, ხოლო  18 აგვისტოს Black Sea Arena Front Stage-ზე  Brit Award-ის გამარჯვებული ბრიტანლურ ბენდი Jungle წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბიბერი პირველ შვილს ელოდებიან

შემდეგი სტატია

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯანო იზორია და 3 თეატრის სცენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი