ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლიანა ფაილოძე-ჰარონმა ქართული ნაწარმოებების ალბომი გამოსცა

ალბომი სახელწოდებით „ქართლი: საქართველოს ისტორიები” ქართველი კომპოზიტორების 12 ნაწარმოებს აერთიანებს.
ალბომის ყდის ავტორი: ანტეკ ოლესიკი

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლიანა ფაილოძე-ჰარონმა ახალი ალბომი გამოსცა, რომელიც ქართულ კლასიკურ მუსიკაზეა დაფუძნებული. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ის თავის შვილებს და ყველა იმ ქართველს მიუძღვნა, ვინც სამშობლოდან შორს ცხოვრობს.

ლიანა ფაილოძე-ჰარონი 23 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში მან არაერთი ჩანაწერი გამოსცა. 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე ის ნომინანტთა ე.წ. გრძელ სიაში ორი ნომინაციითაც მოხვდა. ახალი ალბომი სახელწოდებით „ქართლი: საქართველოს ისტორიები” კი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.

ლიანა ფაილოძე-ჰარონი:

„ალბომისთვის ნაწარმოებების ამორჩევა რთული პროცესი იყო, რადგან ქართული კლასიკური მუსიკის რეპერტუარი უზარმაზარია. საბოლოოდ 12 ნაწარმოები შეირჩა, რომლებიც საქართველოს ისტორიას, კულტურას და რეგიონებს აღწერს.”

ჩანაწერში შევხვდებით ისეთ ნამუშევრებს, როგორებიც არის ოთარ თაქთაქიშვილის „სვანური კოშკი” და „ალაზნის ველი”, ასევე ალექსი მაჭავარიანის „ქართული ცეკვა” და „ხორუმი”.

ლიანა ფაილოძე-ჰარონი:

„ალბომი New York-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში, Oktaven Audio-ში ჩაიწერა და ჩემს ლეიბლზე, Armazi Productions-ზე გამოიცა. ნამუშევრის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს პროდიუსერებმა გოგა შავერზაშვილმა და ჯონათან დეპერიმ.”

ალბომი სახელწოდებით „ქართლი: საქართველოს ისტორიები” წარდგენილია ქართული მემკვიდრეობის ფონდის მიერ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ ჰენკსმა თავის შვილს სთხოვა, დრეიკის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების ისტორია აეხსნა

შემდეგი სტატია

გერმანელი გამომცემელი და რეჟისორი ანა მიულერი სოხუმის თეატრში ლექციას გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი