ნელი ფურტადოს პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა 

15 წლის წინ გადაღებული მუსიკალური კლიპი Say It Right, რომელშიც ამერიკელი რეპერი Timbaland-იც მონაწილეობს, Youtube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა.

ნელი ფურტადოს სიმღერა Say It Right Youtube – პლატფორმაზე 2009 წლის ივნისში გამოქვეყნდა. ვიდეო-კლიპში ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი Timbaland-იც მონაწილეობს, რომელიც ბექვოკალის პარტიას ასრულებს.

სინგლი Say It Right ნელი ფურტადოს 2006 წელს გამოცემულ მესამე სტუდიურ ალბომში Loose არის შესული, რომელმაც 2007 წელს ბილბორდ Hot 100-ში პირველი ადგილი დაიკავა და LP-ის დებიუტი ბილბორდ 200-ში შედგა. ალბომში ასევე შედის Timbaland-თან ერთად შესრულებული სიმღერა სახელწოდებით Promiscuous, რომელმაც ბილბორდ Hot 100-ში ექვსი კვირა დაყო.

კანადელ მომღერალ ნელი ფურტადოს ჯამში ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული. მისი უახლესი სინგლი Love Bites 22 მაისს გამოვიდა, სადაც  Tove Lo  და SG Lewis მონაწილეობენ.

ნახეთ ნელი ფურტადოს მუსიკალური კლიპი Say It Right

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის ბალეტის ფესტივალი 2024 იწყება

შემდეგი სტატია

თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი