სოხუმის თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open გაიხსნა

ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი.
მიხაილ ბარენბოიმი და ბარენბოიმ-საიდის აკადემია
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

23-25 მაისს თბილისში ფესტივალი Into the Open იმართება, რომლის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მსოფლიო სახელოვნებო სივრცის აღიარებულ არტისტებს მასპინძლობს. ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი.

მიხაილ ბარემბოიმმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით გზაზე, ფესტივალში მონაწილეობასა და ქართველი აუდიტორიის წინაშე გამოსვლით მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„საქართველოში მეორედ ვარ. სექტემბერში წინანდლის ფესტივალზე ვიყავი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მივიღე. საქართველოში კლასიკური მუსიკა ძალიან უყვართ და აფასებენ,”- აღნიშნავს მიხაილ ბარენბოიმი.

ბარემბომი ვიოლინოზე ადრეული ბავდვობიდან უკრავს, თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ მან სხვა პროფესია აირჩია და მუსიკას დროებით ჩამოშორდა.

მიხაილ ბარენბოიმი:

„როცა სასწავლებელი დავამთავრე, მუსიკალურ შემოქმედებას, მის საფუძვლიან შესწავლას დავუბრუნდი. ეს იყო საკუთარი თავის აღმოჩენის ხანგრძლივი პროცესი.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფესტივალის მეორე დღეს, 24 მაისს, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენას დაიკავებს ცნობილი ახალგაზრდა გერმანელი რეჟისორი და გამომცემელი ანა მიულერი. ის გამართავს ლექცია/დისკუსიას, რომელიც მისი მამის, მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება. ამავე საღამოზე ანა მიულერი წაიკითხავს ჰაინერ მიულერის „ჰამლეტ-მანქანას”, ნიკოლაუს რექსთროთი კი ფორტეპიანოზე მუსიკალურ ინტერლუდიებს დაუკრავს. შესრულდება არნოლდ შონბერგისა და ვალენტინ სილვესტროვის ნაწარმოებები. ასევე შედგება სერგეი რახმანინოვის ნაწარმოების (ფრაგმენტები საფორტეპიანო ციკლიდან „მუსიკალური მომენტები”, თხზ. 16) მსოფლიო პრემიერა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფესტივალის დასკვნით დღეს კი, 25 მაისს, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან პრესტიჟული ამერიკული ცეკვის თეატრის, „ელვინ ეილის“ სოლისტი ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ-ანსამბლი ლუკა თოფურიას, ხატია ქორიძისა და სოსო ცაგარეიშვილის შემადგენლობით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, AKON-ის კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი