2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ Emilia Pérez-ის ქალ მსახიობთა გუნდს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა

ფილმ Emilia Pérez-ის მსახიობების გუნდის სახელით ჯილდო კარლა სოფია გასკონს გადაეცა, იგი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო
ფილმ Emilia Perez-ის მსახიობები სელენა გომესი, ზოე სალდანია, კარლა სოფია გასტონი და ადრიანა პასი კანის 77-ე ყოველწლიურ კინოფესტივალზე. ფოტო: ანდრეას რენცი
ფილმ Emilia Perez-ის მსახიობები სელენა გომესი, ზოე სალდანია, კარლა სოფია გასკონი და ადრიანა პასი კანის 77-ე ყოველწლიურ კინოფესტივალზე. ფოტო: ანდრეას რენცი

25 მაისს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟაკ აუდიარის კრიმინალურმა მიუზიკლმა სახელწოდებით Emilia Pérez საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.

ფილმის პრემიერა 2024 წლის 18 მაისს, კანის 77-ე კინოფესტივალზე შედგა. ჯილდო კი ჟიურიმ 25 მაისს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფილმში მონაწილე ქალთა ჯგუფს გადასცა.

„ქალები ერთად, ეს არის რისთვისაც გვინდოდა პატივი მიგვეგო, როდესაც ეს ჯილდო დავაწესეთ. თითოეული მათგანი გამორჩეულია, მაგრამ ერთად ყოველივე ეს ტრანსცენდენტალურია“ – განაცხადა კანის ჟიურის პრეზიდენტმა და ფილმ Barbie-ს რეჟისორმა გრეტა გერვიგმა.

ტრანს-საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მომენტში ფილმ  Emilia Pérez-ის ქალ მსახიობთა ჯგუფის სახელით  ჯილდო ტრანსგენდერმა მსახიობმა კარლა სოფია გასკონმა მიიღო. იგი არის პირველი ტრანსგენდერი მსახიობი, რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. 

ფილმში მონაწილე მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი კანში ფილმის პრემიერის დროს იმყოფებოდა, თუმცა გალა დაჯილდოებას არ დასწრებია. გამარჯვების შემდეგ კი მან ინსტაგრამ სთორი გააზიარა, სადაც ემოციებს ვერ მალავს.

ოქროს პალმის რტო, ფესტივალის მთავარი ჯილდო, შონ ბეიკერის ფილმ  Anora-ს გადაეცა. გრანპრი პაილ კაპარდის ფილმმა All We Imagine As Light-მა მიიღო. მოჰამედ რასულოფის ფილმმა The Seed of the Sacred Fig ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ხოლო ჯესი პლემონსმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო იორგოს ლანთიმოსის ფილმში  Kinds of Kindness-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

ჯორჯ ლუკას კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცა. 

2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

ოქროს პალმის რტო – შონ ბეიკერი (Anora)

გრან-პრი – All We Imagine As Light

ჟიურის პრიზი – Emilia Pérez

საუკეთესო რეჟისორი – მიგელ გომესი (Grand Tour)

საუკეთესო სცენარი – კორალი ფარგიტი (The Substance)

საუკეთესო მსახიობი ქალი – ადრიანა პაზი, ზოი სალდანა, კარლა სოფია გასკონი, სელენა გომესი (Emilia Pérez)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ჯესი პლემონსი (Kinds of Kindness)

საპატიო ოქროს პალმის რტო – ჯორჯ ლუკასი

სპეციალური ჯილდო – მოჰამად რასულოფი (The Seed of the Sacred Fig)

ოქროს კამერა საუკეთესო პირველი ფილმისთვის – ჰალფდან ულმან ტონდელი (Armand)

ოქროს პალმის რტო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – ნებოიშა სლიჯეპჩევიჩი ( The Man Who Could Not Remain Silent)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: დია დისაპული

არიანა გრანდე ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შემდეგი სტატია

AURORA – მსოფლიო მუსიკალური სცენის ნორვეგელი ვარსკვლავი Tbilisi Open Air-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი